”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს ახალციხის მერიამ ფულადი თანხა გადასცა

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა 9 ოჯახს  ახალციხის მერიამ, გიორგობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და საჩუქრად 200 ლარის ოდენობით ფულადი თანხა   გადასცა.   მათ ქალაქის მერი ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა.

05/05/2015

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო

სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო. სეტყვა,  წყალდიდობა, ქარიშხალი  და უხვი ნალექი ეს ის სტიქიური მოვლენებია, რის  შედეგადაც მიყენებულ  ზარალს რეგიონში არსებული სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.  რამდენად ინფორმირებულია საზგადოება აღნიშნულის შესახებ და  რას … Continue reading

05/05/2015

ახალციხეში სერგეი ფიდანიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა

ადამიანები, რომელთა წინაპრებიც სომეხთა გენოციდის დროს გადარჩნენ და თავი საქართველოს შეაფარეს, სერგეი ფიდანიანმა საკუთარ ფოტოებზე აღბეჭდა – 100 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია დღეს ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ … Continue reading

04/05/2015

ახალციხეში დაზიანებული სკამების შეკეთება მიმდინარეობს

ახალციხის ცენტრალურ სკვერსა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სკამების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სარემონტო სამუშაოებს ახალციხის შპს „კეთილმოწყობა“ ახორციელებს. სკამების შეკეთება შპს–ის ხარჯებით დღეს, 4 მაისს დაიწყო. „კეთილმოწყობაში“ აცხადებენ, რომ  რეაბილიტაცია  2 000 … Continue reading

04/05/2015

ახალგაზრდებმა რაბათის ტყე დაასუფთავეს

“ტყე გვენდობა”, “ნეტავ ყველა სისუფთავეს  იცავდეს”, “გავუფრთხილდეთ ბუნებას” –ამ ლოზუნგებითა და შეძახილებით ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო.  სკოლის მოსწავლეებმა რაბათის ტყე ნარჩენებისგან  გაწმინდეს და  მიმდებარე ტერიტორიაზე ურნები დადგეს. დასუფთავების აქცია  შეძახილებითა … Continue reading

04/05/2015

ახალციხის სასულიერო სემინარიაში სადიპლომო ნამუშევრები შეაფასეს

ახალციხის  გრიგოლ  ხანძთელის სახელობის სასულიერო  სემინარიის კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები დაიცვეს. რვა სტუდენტმა  ნამუშევრები  5 კაციანი კომისიის წინაშე წარადგინეს და მუშაობის სტილსა და სპეციფიკაზე ისაუბრეს. ხეზე და ქვაზე ნაკვეთი ორნამენტები, თექაზე  … Continue reading

04/05/2015

ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა” და ინდურ კომპანია KEC-ს შორის ახალციხე-ბათუმის 220კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. ხაზის მშენებლობა 2015 წლის აგვისტოს თვეში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. პროექტი  ბათუმიდან ახალციხის … Continue reading

04/05/2015

ახალციხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტმა, რწყვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით  მზადება დაიწყო. სოფლებში გიორგიწმინდაში, ფერსასა და მუგარეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტები უკვე მზადდება. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანია  ახორციელებს.

01/05/2015

გიორგი კოპაძე:”საქალაქო ტრანსპორტის სისტემა უნდა დარეგულირდეს”

საქალაქო ტრანსპორტის სისტემა უნდა დარეგულირდეს-ამის შესახებ კომენტარი ახალციხის მერმა წლიური ანგარიშის წარდგენენისას გააკეთა.   გიორგი კოპაძის თქმით, საგზაო დეპარტმენტს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლით შეცვლილიყო, თუმცა უშედეგოდ. კოპაძე … Continue reading

01/05/2015

ახალციხეში სამი ბაგა–ბაღის გაერთიანება იგეგმება

ახალციხის  მერია  ბაგა ბაღის მშენებლობას გეგმავს, სადაც სკოლამდელი აღზრდის სამი დაწესებულება გაერთიანდება –  ეს განცხადება ქალაქის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განმარტა, … Continue reading

01/05/2015

ახალციხეში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა

ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელმა „მესხ ქალთა გაერთიანებისა“ და ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებთან შეხვედრა გამართა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მათ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ნინო რუხაძის თქმით, პროექტი … Continue reading

30/04/2015

ახალციხის სოფლების ნაგვის კონტეინერებით აღჭურვა აწყურიდან დაიწყება

ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერები განთავსდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  47 ურნა, რომელიც დასახლებებში დაიდგმება, დედაქალაქიდან უკვე ჩამოტანილია. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ნოდარ ბალახაშვილის განცხადებით,  რკინის კონტეინერების განთავსება  აწყურის ზონიდან დაიწყება, აღნიშნული … Continue reading

30/04/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე