ქალაქის მერის მიმართვა საზოგადოებას და გლოვის დღე ახალციხეში
ქალაქის მერის მიმართვა და გლოვის დღე ახალციხეში. გიორგი კოპაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ადგილობრივებს თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება სთხოვა. ქალაქის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ნებისმიერ მსურველს, სურსათის, ტანსაცმლისა და … Continue reading
მთის მინისტრი – სამცხე–ჯავახეთში მთავრობის ახალ ინიციატივას აფასებენ
მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი უწყება საქართველოში–უმრავლესობა ახალი ინივიატივით გამოდის. ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების მოსაგვარებლად შესაძლოა ახალი სამინისტრო შეიქმნას. ბოქლომდადებული სახლები, მიტოვებული მიწები, დაცლილი სოფელი – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი საროში, წლების … Continue reading
ახალციხეში ევროპული ღირებულებები განიხილეს
საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის მიზნით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. „სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ ადგილობრივებს ფილმი ,,გზის გასაყარზე“ უჩვენა, რომელშიც მოლდავეთის ევროპასთან დაახლოების საკითხებზეა საუბარი. ფილმის ჩვენების შემდეგ, ახალციხის სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დისკუსია … Continue reading
ახალციხის მერიასა და გამგეობაში კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. კონკურსანტებმა გამოცდები, პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩააბარეს. ტესტირება, საქართველოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 13 და 14 ივნისს ჩაატარა. კონკურსის … Continue reading
ზაზა თამარაშვილი: სტიქიით დაზარალებულთა დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია
ქალაქ ახალციხის მერია, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. მერის მოადგილის თქმით, აქციაში ჩართვა და საკუთარი თანამემამულეების დახმარება, სურსათით, ტასაცმლით და პირველადი მოხმარების ნივთებით, ახალციხის მოსახლეობასაც შეუძლია. … Continue reading
ილია მეორე: “ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს”
თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. … Continue reading
ახალციხის მერია თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხას გამოყოფს
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ, შესაბამისი განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. “ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო … Continue reading
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება. “სამწუხაროდ, გვყავს ჩვენ დაღუპულები და … Continue reading
ჯავახეთის ეროვნული პარკი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება
ჯავახეთის ეროვნული პარკი ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პარკში დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია და ფოტო–გამოფენა მოეწყო. ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი … Continue reading
ბორჯომსა და პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა
ბორჯომსა და პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და ლეგიონოვის მერმა რომან სმოგოჟევსკმა მოაწერეს. როგორც დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებრივი … Continue reading
სტიქიით დაზარალებული სოფლები სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სტიქიით დაზარალებული სოფლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს. მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ისინი ყველა იმ სოფელში ჩავიდნენ, რომელთაც უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა. დატბორილი … Continue reading
,,მომავლის თაობა”– პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ახალციხეში
,,მომავლის თაობა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს გაიმართა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა პროექტის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმინობა წარმოადგინეს და სხვადასხვა აქტივობაში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს. მცირე გრანტებისა … Continue reading



You must be logged in to post a comment.