”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამ მუნიციპალიტეტში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ დროისათვის სოფლებსა და დაბაში გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს, სპეციალურად … Continue reading

17/06/2015

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის ახალციხელი პეტრე გელაშვილია

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ახალციხელი პეტრე გელაშვილიცაა. იგი 13 ივნისის ღამეს იხსენებს. გელაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათთვის ამ ეტაპზე, საზოგადოების გაწეული ფიზიკური და მორალური დახმარება ყველაზე … Continue reading

17/06/2015

არდაჰანმა, სამცხე–ჯავახეთიდან, ქართულ დელეგაციას უმასპინძლა

      კეთილმეზობლური თანამშრომლობის ტრადიციები გრძელდება.  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს – არდაჰანს ეწვია. ვიზიტის მიზანს,  სამცხე-ჯავახეთსა და არდაჰანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების … Continue reading

17/06/2015

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკისთვის კონკურსი გამოაცხადა

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა წარადგინონ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან ამავე წლის … Continue reading

17/06/2015

ახალციხე სტიქით დაზარალებულებს, თავშესაფრით უზრუნველყოფამდე დაეხმარება

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ახლციხის საბავშვო ბაგა–ბაღებიც ჩაერთვნენ. ხოლო, ის ინვენტარი და სურსათი, რომელიც 15 ივნისს ადმინისტრაციულ შენობაში  შეგროვდა, დღეს დილით თბილისში გაიგზავნა.   გახსნილია, ასევე, ანგარიშის ნომერი, სადაც … Continue reading

16/06/2015

ახალციხეში მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე იმსჯელეს

„მოქალაქეების მონაწილეობა და დამატებითი მექანიზმები“- ახალციხეში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ადგილობრივის თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ. ახალი … Continue reading

16/06/2015

კახაბერ მოდებაძე: ,,ეჭვებს იწვევს, რატომ ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით ამხელა თანხის გადაცემა”

ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიისგან გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის გამო, დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა შესყიდვებთან დაკავშირებული 3 საკითხი და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული თვითმცლელი ავტომობილთ უსასყიდლო … Continue reading

16/06/2015

ახალციხის ცენტრალური პარკის ნაწილი იჯარის წესით გაიცემა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეათე სხდომა გაიმართა. ცენტრალურ პარკში საბავშვო გასართობებისა და ტერიტორიის იჯარის წესით გადაცემის საკითხმა დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცვლილება შევიდა მერიის დებულებაშიც, რომლის მიხედვითაც, მერს … Continue reading

16/06/2015

ახალი გერბისა და დროშის შექმნისთვის, ახალციხეში კონკურსი ცხადდება

ქალაქ ახალციხეს ახალი გერბი და დროშა ექნება  – ამის შესახებ ცნობილი საკრებულოს სხდომაზე გახდა. დეპუტატებმა გერბისა და დროშის შექმნისთვის პროექტების შესარჩევი კონკურსის დებულება და ჩატარების ვადები ერთხმად დაამტკიცეს. ქალაქის სიმბოლიკების … Continue reading

16/06/2015

ბორჯომში ოლიმპიურ ცეცხლს, საზეიმო ღონისძიებების გარეშე დახვდებიან

დღეს,16 ივნისს, 18:00 საათზე, ბორჯომი ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლებს. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს, მოსახლეობა ჩარხისწყლის ხიდთან დახვდება. მოეწყობა მსვლელობა, რომელიც ბორჯომის №1 საჯარო სკოლასთან დასრულდება. ესტაფეტაში მონაწილეობას 6 მეჩირაღდნე მიიღებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის … Continue reading

16/06/2015

თბილისი სტიქიიდან ორი დღის შემდეგ

სტიქიიდან ორი დღის შემდეგ – დედაქალაქის დატბორილ  ქუჩებზე გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისში სტიქიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული, სვანაძის ქუჩა, მდინარე ვერეს მიერ მოტანილი ტალახისგან მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა. მძიმე ტექნიკასთან ერთად, … Continue reading

15/06/2015

სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე ახალციხელები მსჯელობენ

რატომ გახშირდა სტიქიური მოვლენები საქართველოში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში და შეიძლება თუ არა სტიქიის შედეგების თავიდან აცილება?  – ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემაზე მსჯელობა თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დაიწყეს. 2012 … Continue reading

15/06/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე