”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

როგორ გააშუქა თბილისში მომხდარი სტიქია მედიამ?

13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ ამბებს აქტიურად აშუქებდნენ, როგორც ცენტრალური არხები, ასევე რეგიონული  და მსოფლიო მედიასაშუალებები. საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე  მთავარი და მნიშვნელოვანი წყარო ჟურნალისტები იყვნენ.

19/06/2015

სოფელი სარო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ასპინძის მუნიციპალიტეტის  სოფელ საროს ელექტროენერგია სამი დღეა არ მიეწოდება, ამის მიზეზი იმ ტარნსფორმატორის გათიშვა გახდა, რომლითაც სოფლის 68 აბონენტი ელექტროენერგიით მარაგდება. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” ასპინძის წარმომადგენელი “მეცხრე არხთან” განმარტავს, ტრანსფორმატორი … Continue reading

19/06/2015

კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია აღუდგა

კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს  ელექტროენერგია აღუდგა. როგროც “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები განმარტავენ, ამ დროისათვის ქვესადგური წყლისაგან უკვე ამოტუმბულია. თუმცა დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც კურორტზე 200-მდე აბონენტი ისევ ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. კურორტ აბასთუმნისათვის ელექტროენერგიის … Continue reading

19/06/2015

სოფელ მუგარეთში პირუტყვს თავს მტაცებელი დაესხა

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მტაცებელმა, ორი ხბო დაგლიჯა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დილით პირუტყვი ეზოში მკვდარი დახვდათ. ინფორმაცია “მეცხრე არხს” ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოფელ მუგარეთის წარმომადგენელმაც  დაუდასტურა. გიორგი ბლიაძის თქმით, პირუტყვს თავს რომელი  მტაცებელი დაესხა, … Continue reading

19/06/2015

კურორტი აბასთუმანი მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ამ დროისათვის კურორტ  აბასთუმნის 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქვესაგურიდან წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას”საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, ადგილზე … Continue reading

19/06/2015

ადიგენში სტიქიას ისევ ებრძვიან

ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტში კურეორტ აბასთუმანს, სადაც ქვესადგური დაიტბორა და ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა. უხვი ნალექის  გამო, მუნიციპალიტეტში დაიტბორა საგზაო ინფრასტრუქტურა, ნიაღვარმა გზებზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა. სტიქიის … Continue reading

19/06/2015

ბორჯომში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე16 პირს, სტანდარტული ეტლები გადაეცა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რამდენიმე ბენეფიციარს ეტლები სახლში პირადად მიუტანეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ბორჯომში მცხოვრები შშმ პირთაგან, რომელთაც ეტლები … Continue reading

19/06/2015

კურორტ აბასთუმანში ქვესადგური დაიტბორა

ერთ საათზე მეტია, ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი ძლიერი წვიმა  გახდა, რამაც ტერიტორიაზე  არსებული ქვესადგური დატბორა. როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ახალციხე-ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ქვესადგური მთლიანად დაიტბორა, რის გამოც … Continue reading

18/06/2015

ახალციხეში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო

მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში  თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლისათვის აქ წარმოდგენილი იყო, XIII-XVI საუკუნეების ქართული ჰერალდიკა, ორდენები, სავაჭრო რუკები, სახელმწიფო ჯილდოები და ჰერალდიკის ისტორიული წყაროები. გამოფენა … Continue reading

18/06/2015

გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში

გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში – ამ თემაზე ტრენინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სემინარის ორგანიზატორი  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ იყო. შეხვედრა 3 ნაწილად – დამსაქმებლებისთვის, დასაქმებულებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდა. … Continue reading

18/06/2015

ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება სამცხე-ჯავახეთში და გეოლოგების დასკვნა

გეოლოგი ალექსი ბერიძე, ათეული წლებია სამცხე-ჯავახეთში ნიადაგის მდგომარეობას იკვლევს. მისი თქმით,  რეგიონში  დამეწყრილი ზონების, მდინარეების ადიდებისა და დასახლებული პუნქტების დატბორვის  საშიშროება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ბერიძის თქმით, აღნიშნული საშიშროებების წინაშე … Continue reading

18/06/2015

დაზარალებულთა დასახმარებელ აქციაში, ბორჯომში სხვადასხვა სამსახური ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს. აქციაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულება და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები ჩაერთვნენ. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ … Continue reading

18/06/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე