”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძლიერმა ქარმა ახალციხის ადმინისტრაციული შენობა დააზიანა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა. შემთხვევა 4 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის გამგებლის … Continue reading

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ტრენინგები ტარდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილე პირებისთვის ტრენინგი ტარდება. დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს გეგმის წერას ასწავლიან და ტექნიკურ დეტალებში არკვევენ. შეხვედრა ახალციხესა და ახალქალაქში – რუსულ და ქართულ ენაზე რამდენიმე … Continue reading

დერცელში ჩატარებული სამუშაოები რეგიონის გუბერნატორმა მოინახულა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში, მთაში მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თქმით, მოსახლეობა მთის მიმართულებით, ამ დრიოსათვის უპრობლემოდ გადაადგილდება. გზის დაზიანებული ადგილი ქვა-ღორღისგან და ნაშალი მასალისგან გაიწმინდა, … Continue reading

ახალციხის „სათნოების სახლმა “ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შენიშვნები მიიღო

ახალციხის „სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა რამდენიმე საკითხზე შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა დაწესებულების კვების ბლოკი 30 ივლისს შეამოწმეს. როგორც რეგიონული სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური განმარტავს, 3 კაციანი ჯგუფი … Continue reading

პირველი აგვისტოდან რძის ნაწარმის შესახებ, ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის

პირველი აგვისტოდან  რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის, რომელიც  პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს ადგენს. რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ეტიკეტზე, ან თანმხლებ დოკუმენტაციაში იმის მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან … Continue reading

დერცელის მთებში მისასვლელ გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში, მთებში მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, მოსახლეობა მთის მიმართულებით, ამ დრიოსათვის უპრობლემოდ გადაადგილდება. დაზიანებული გზის მონაკვეთი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამოყენებით შეკეთდა. გამგებლის განმარტებით, … Continue reading

სათნოების სახლის ბენეფიციართა პრობლემებით სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა

საკვებად უვარგისი თევზი, გაფუჭებული კვერცხი, უმარილო პური და შედარებით დაბალი ხარისხის ხორცი – ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებიც კვების დროს აწუხებთ. ბენეფიციარების უმეტესობა იმაზე ჩივის, რომ ულუფა … Continue reading

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი დასრულდა

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი  დასრულდა. მის ფარგლებში  65კმ-იანი სამელიორაციო  სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა,- ამის შესახებ ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული, “სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის” (ASP) დასრულების შემაჯამებელ … Continue reading

ახალციხეში სურსათის მომხმარებელთა უფლებები განიხილეს

„სურსათის მომხმარებელთა უვნებლობისა და უფლებების დაცვა“ – თემაზე დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ადამიანები დაესწრნენ.   მომხმარებელთა დახმარების ახალციხის ცენტრის დირექტორმა აუდიტორიას მათი … Continue reading

დერცელის მთამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სოფელ დერცელის მთამდე მისასვლელი  გზა დღეს ასე გამოიყურება.  ძლიერი წვიმის შედეგად  ჩამოწოლილმა მეწყრმა სოფლისა და მთის დამაკავშირებელი მონაკვეთი ჩახერგა და მთაში სასმელი წყლის სისტემა დააზიანა, რის გამოც 200–მდე ადამიანი წყლის … Continue reading

ადიგენში C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს

C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. თარიღთან დაკავშირებით, 28 და 29 ივლისს დაბაში მოსახლეობისათვის უფასო წინასწარი გამოკვლევები მიმდინარეობს. სამედიცინო დაწესებულება ,,უნიმედი სამცხეში“, სკრინინგი 60–მდე ადგილობრივმა გაიარა. C ჰეპატიტთან ბრძოლის … Continue reading

სოფელ ბოლაჯურის სასმელი წყალი დაბინძურებული აღმოჩნდა

 სოფელ ბოლაჯაურის სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, იგი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით (კოლიფორმებით) დაბინძურებული აღმოჩნდა. აღნიშნულმა ბაქტერიებმა შესაძლებელია ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. მათი განადგურება შესაძლებელია საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა) , … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე