როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ადიგენის მეორე ადმინისტრაციულ შენობაში?
ეს სამსართულიანი შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მეორე ადმინისტრაციული შენობაა. აქ საოლქო საარჩევნო კომისია, სურსათის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ბიურო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამმართველო, სოციალური მომსახურების ცენტრი, ჯანდაცვის … Continue reading
ახალციხეში ველურად ამოსული კანაფი გაანადგურეს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად ამოსული კანაფი გაანადგურეს. აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ეგიდით მოეწყო.
„IDS ბორჯომი–საქართველომ” მიტარბში ხელოვანები შეკრიბა
ჟურნალისტები, ბლოგერები მწერლები, მხატვრები და ფოტოგრაფები ბორჯომის ხეობაში, სოფელ მიტარბში კომპანია „IDS ბორჯომი–საქართველომ“ შეკრიბა. მონაწილეების შეხედულებები მიტარბის პროექტის იდეას დაემთხვა, ამიტომ ზღვის დონიდან 1 320 მეტრზე, იქ სადაც მინერალური წყალი … Continue reading
სპეციალისტები კარტოფილზე ფასის გაზრდას ვარაუდობენ
სამცხე–ჯავახეთში საშემოდგომო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მოსავლის აღება მიმდინარეობს. ახალციხის სოფლებში გლეხები ჩივიან, რომ ეს წელი უხვი მოსავლით არ გამოირჩევა. კარტოფილის რაოდენობა მცირეა, ამასთანავე მას მშრალი და სველი სიდამპლე აღენიშნება. … Continue reading
მოხეში შავაძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ბადრი შავაძეს საცხოვრებელი სახლი და პირუტყვის სადგომი მთლიანად დაეწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საქონლის გადარჩენა. დამწვარია 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოხის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის წარმომადგენლის … Continue reading
„დღე ავტომობილების გარეშე“-აქცია ახალციხეში
„დღე ავტომობილების გარეშე“ –ამ სახელწოდებით გამართულ საერთაშორისო აქციას, ახალციხელებიც შეუერთდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდებმა ავტომობილების მფლობელებს ქალაქში მანქანით გადაადგილებისგან … Continue reading
წერილი პრემიერ–მინისტრს – ადიგენის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
გოდერძი კუბლაშვილი ადიგენი–უდე–არლის დამაკავშირებელი გზის პირველი კილომეტრის მონაკვეთის დაკეტვას ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 10 სოფელთან დამაკავშირებელ ხიდზე ხის ძელები დამპალია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს. კუბლაშვილი … Continue reading
ახალციხე დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდა
“ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა…” ამ ლოზუნგით გამართულ დასუფთავების აქციას, ახალციხეც შეუერთდა. მერიის თანამშრომლებმა ქალაქში სხვადასხვა ადგილი დაასუფთავეს. მათ მოსახლეობას აქციაში ჩართვისკენ და ბუნების მოვლისკენ მოუწოდეს.
ადიგენის საკრებულოში კვალიფიციური იურისტების ნაკლებობას განიცდიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იმ საკითხმა გამოიწვია, რომელსაც კენჭი დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 17 სექტემბერს უყარეს. თვითმმართველობა ლევან ლობჯანიძის მიერ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოგებული საქმის მაღალ ინსტანციაში გასაჩივრების … Continue reading
სამი შშმ პირი ყიფშიძეების ოჯახში და მოხსნილი სოციალური დახმარება
ბოლაჯურელი მაია ყიფშიძე, რომელსაც სამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სოციალური დახმარება, გაურკვეველი მიზეზის გამო, სამი თვეა შეუწყვიტეს. მოზარდებს მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა … Continue reading
ასპინძასა და ახალქალაქში ეკონომიკის სამინისტრო ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს
ხერთვისი-ვარძია-ოლოდას მასშტაბური პროექტის განვითარება იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, ნასოფლარებისა და ციხესიმაგრეების სარეაბილიტაციო სამუშაოების განვითარების კვლევა მომზადდა. რეგიონში აღნიშნული ტერიტორიები … Continue reading
“დღე – ავტომობილების გარეშე” – 22 სექტემბერს ახალციხეში აქცია მოეწყობა
„დღე ავტომობილის გარეშე ” – ამ სახელწოდების აქცია ახალციხეში 22 სექტემბერს მოეწყობა. მისი მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დააფიქრონ. აქციას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება. ცენტრის წევრები და მოხალისეები საზოგადოებას … Continue reading



You must be logged in to post a comment.