ახალციხის საკრებულოს წევრებმა გამგებლის ანგარიში მოისმინეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამგებლის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ზაზა მელიქიძემ იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, გამგეობას ერთი რეკომენდაციით დაუბრუნა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხება.
ერთი დოლარის ღირებულება 2.5311 ლარი გახდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5311 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 30 ნოემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5311 ლარი გახდება. … Continue reading
ახალციხის პირველი მერის შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები
რომელი დაპირება შეასრულა და რომელი პროექტების განხორციელება ვერ მოასწრო ახალციხის პირველმა მერმა? რატომ ვერ ხერხდება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება? – ახალციხელები შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე მსჯელობენ.
მაღალმთიანი სოფელი ამბულატორიის გარეშე, რომელსაც ექიმიც იშვიათად აკითხავს
სოფელ ხეოთის მოსახლეობისთვის, უბნის ექიმს ხშირად სასწრაფო დახმარების ბრიგადა ანაცვლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ექიმი მეზობელ სოფელში ცხოვრობს და ხეოთში ხშირად ასვლას ვერ ახერხებს.
ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს
ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. შეხვედრას მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 20 კმ–იანი გზის მოასფალტების პროექტი მიმდინარეობს
2016 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე 20 კილომეტრამდე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
“დემოკრატ მესხთა კავშირი” ტოლერანტობის ქომაგ ორგანიზაციად დასახელდა
“დემოკრატ მესხთა კავშირი” ტოლერანტობის ქომაგ ორგანიზაციად დასახელდა. ტიტული ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა სრულდება.
ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 1 148 000 ლარით ნაკლები თანხით განისაზღვრა
ქალაქ ახალციხის საკრებულოში, მერიის მიერ შედგენილ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი, 7 მლნ. 883 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 1 მლნ. 148 ათასი … Continue reading
ვაჩიანის მკვიდრები დედისა და სამი შვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის მოსახლეობამ, საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციის შენობასთან შეკრებილი ადგილობრივები, დედისა და სამი შვილის მკვლელობის საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.
ახალციხე–თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
ახალციხე–თბილისის სამარშრუტო რეისზე მგზავრობის ღირებულება შვიდი ლარი გახდა.



You must be logged in to post a comment.