”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

25 წლის შემდეგ ახალქალაქის ოთხ სოფელს წყალმომარაგება აღუდგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციის ორი პროექტი სრულდება. სულდის, დადეშის, ბოზალისა და მიასნიკიანის 4 500-მდე მაცხოვრებელი სასმელ წყალს განახლებული წყალსადენით მიიღებს. სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის გუბენატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილესთან შამბი შორპისთან ერთად, პროექტის – „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა” შედეგებს … Continue reading

რა უნდა გაკეთდეს მშვიდობის მშენებლობისთვის? – მრგვალი მაგიდა ახალციხეში

„ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ – თემაზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენლებს თბილისიდან მოწვეული ექსპერტები ესაუბრნენ. მათ ერთობლივად იმსჯელე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს … Continue reading

ახალციხის მერიამ გერბი და დროშა ისევ ვერ შეარჩია

ახალციხის მერიაში, ჰერალდიკის კომისიამ ქალაქის სიმბოლიკის ესკიზი მეორედაც დაიწუნა.  გერბისა და დროშის შესარჩევად კომისია კონკურსს მესამედ გამოაცხადებს. მეორე კონკურსის დროს შერჩეული ნიმუში, კომისიის წევრებთან ერთად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ … Continue reading

ივერიელის ქუჩაზე მინი–სტადიონი გაიხსნა

ახალციხეში ივერიელის ქუჩაზე ქალაქის  მერმა მინი–სტადიონი გახსნა. მისი რეაბილიტაციისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე გამოიყო. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „მშენებელი 2004–მა“ გაიმარჯვა. სამუშაოები, დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის მერის გია … Continue reading

ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1 200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 070728,84 ლარია. მისი განხორციელების შედეგად … Continue reading

დილიჟანში საქართველო–სომხეთის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. საზღვრისპირა რეგიონებში ახალი პროეტის განსახორცილებელად  ავტორებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება, სომხეთის ქალაქ დილიჟანში მოხდა. პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ახალციხის  საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი … Continue reading

მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები, ეკონომიკური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი რეფორმები – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, 28 სექტემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის … Continue reading

„შშმ პირების უფლებების დაცვა“ – დისკუსია ახალციხეში

„შშმ პირების უფლებების დაცვა“ – ამ სახელწოდებით სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია „ტოლერანტისა“ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ახალციხეში დისკუსია მოიწყო. შეხვედრაზე „ტოლერანტმა“ მოწვეულ სტუმრებს ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშიც წარუდგინა. ცირა მესხიშვილის თქმით, … Continue reading

წყლის ტუმბო ელექტროენერგიისა და საწვავის გარეშე – ქართველი ინჟინრის უნიკალური გამოგონება

უნიკალური წყლის ტუმბო, რომელსაც არ სჭირდება  ელექტროენერგია და  საწვავი –  ინჟნერ-მშენებლის სოსო ნარჩემაშვილის მიერ დაპატენტებული გამოგონების  მეშვეობით,  ახალქალაქის სოფელ ოლავერდში  ადგილობრივებს სასმელი  წყალი  უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ. ტუმბო სათავე ნაგებობაზეა დამონტაჟებული … Continue reading

ჰერალდიკის კომისიამ ახალციხის სიმბოლიკისთვის ერთი ნამუშევარი შეარჩია

ახალციხის მერიაში დღეს ქალაქის გერბსა და დროშას არჩევდნენ.  ჰერალდიკის კომისიამ სამი ავტორის რვა ესკიზი განიხილა. საბოლოოდ კი ჰერალდიკის საბჭოში გადასაგზავნად ერთი მათგანი შეირჩა. ქალაქის სიმბოლიკის შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოცხადდა. პირველი კონკურსის … Continue reading

ახალციხელი ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსი მოეწყო

ახალციხელი ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსი გაიმართა. თავისუფალ თემაზე შექმნილი ცხრა ნამუშევრიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებითა და გუბერნიიით დაკომპ;ექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.  კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე