კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტი 18 ოქტომბერს გაიხსნება
კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტი კვირას, 18 ოქტომბერს გაიხსნება– ამის შესახებ დღეს “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. რუსთაველის თეატრში გამართულ ფორუმზე, მინისტრი ჟურნალისტებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. “საკმაოდ საინტერესო პროექტებია, … Continue reading
რუსთავში, ხანძრით დაზარალებულ ლომიძეების ოჯახს ასპინძის გამგეობა დაეხმარა
სოფელ რუსთავში მცხოვრებ მალხაზ ლომიძის ოჯახს, ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დახმარება გაუწია. ასპინძის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, სხვა თანამშრომლებთან ერთად სოფელ რუსთავში მცხოვრები უსახლკაროდ … Continue reading
ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
ახალციხეში ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები საავტომობილო გზის სასწრაფოდ მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს აქ გავლა შეუძლებელი ხდება. მოსახლეობას მერია ქუჩის რეაბილიტაციას 2016 წლისთვის პირდება. სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ამორტიზებული გზის გამო, … Continue reading
ენთელში, ფანჩვიძეების ოჯახს დახმარების მოლოდინში სახლი ენგრევათ
სოფელ ენთელში მცხოვრები ფანჩვიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სამ სულიან ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ამბობენ, რომ შენობა ძველი და ნახევრად დანგრეულია. საკუთარი ძალებით მათ შეკეთება არ შეუძლიათ. ამიტომ დასახმარებლად ადიგენის თვითმმართველობას … Continue reading
NDI: ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შესახებ, მოსახლეობა ინფორმაციას რეგიონული მედიისგან იღებს
რა არის თქვენთვის საუკეთესო გზა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად – NDI -ის ამ კითხვის საპასუხოდ, გამოკითხულთა 48%-მა რეგიონული მაუწყებლები დაასახელა. რეგიონულ მედიისადმი არსებულ ნდობას მოსახლეობა ჩვენს … Continue reading
NDI: “სასმელი წყლის ხარისხით ყველაზე მეტად ახალციხეში არიან უკმაყოფილოები “
ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლების პრეტენზიები NDI-ს კვლევაში აისახა. ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სასმელი წყლის ხარისხით ახალციხეში არიან უკმაყოფილოები. ქალაქში წყლის სისუფთავეს, გამოკითხულთა 55% არ ენდობა. … Continue reading
ახალციხეში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა
ახალციხეში კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ცხრა სამოქალაქო კლუბმა მიიღო. მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს კატასტროფების შემცირების გზებთან დაკავშირებით, … Continue reading
მოხსნილი სოციალური დახმარება ადიგენში და პრეტენზიები აგენტების მისამართით
ადიგენის სოფლებში ადგილობრივები სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ ჩივიან. მაცხოვრებლებს, ძირითადად, პრეტენზია სოციალური აგენტების მიმართ აქვთ. ამბობენ, რომ ისინი საქმიანობას არაკანონიერად ასრულებენ. 76 წლის ცოლ–ქმარი და ავადმყოფ ძმასთან ერთად მცხოვრები ქალბატონი … Continue reading
ყველის ფესტივალში გამარჯვებულთა შორის, მწარმოებლები სამცხე–ჯავახეთიდანაც დასახელდნენ
თბილისში, რიყის პარკში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით საერთაშორისო ფესტივალი – „კავკასიური ყველი 2015″ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ ყველის, როგორც ინდივიდუალური მწარმოებლები, ასევე მსხვილი საწარმოები სამცხე-ჯავახეთიდან. … Continue reading
ირაკლი ღარიბაშვილი მხარის გუბერნატორებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა . შეხვედრაზე რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების … Continue reading
საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო–სამეურნეო თემები იქმნება
საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო–სამეურნეო თემები იქმნება. პროექტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სასოფლო–სამეურნეო ობიექტების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება. ინიციატივას სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ომის მონაწილეები აფასებენ. ფრიდონ ნადიბაიძე … Continue reading
ქართველი მწერლები ახალქალაქში ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდნენ
ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და პაატა შამუგია ნინოწმინდას ეწვივნენ. 10 და 11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ჯავახეთში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. გარდა ამისა ადგილობრივებს … Continue reading



You must be logged in to post a comment.