”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მშობლები შშმ პირის დატოვებას ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში აპირებენ

ადიგენის სოფელ წარბასთუმანში მცხოვრები როლანდ ბახტურიძე, სოციალური დახმარების მოხსნის გამო, საკუთარი შვილის, შშმ პირის, ნატო ბახტურიძის დატოვებას, ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში  აპირებს. ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით, … Continue reading

მიენიჭებათ თუ არა სოფლებს მაღალმთიანობის სტატუსი სამცხე–ჯავახეთში?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის განვითარების ეროვნული საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, ქვეყნის რომელ სოფელსა თუ ქალაქს ეკუთვნის მაღალმთიანის სტატუსი. რომელი დასახლებული პუნქტები მოხვდება აღნიშნულ გამონაკლისებში სამცხე–ჯავახეთიდან  ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის, რომ მთაში … Continue reading

გიორგი მარგველაშვილი: “ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები”

მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა … Continue reading

“შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ” – ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალებზე”

“არ მაქვს უფლება, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ავუკრძალო” – ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევის ფაქტებს და ე.წ. ციხის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს რეაქცია, გავრცელებული კადრების … Continue reading

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ თავმჯდომარე აირჩია

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს თავმჯდომარე აირჩია. კომისიის სხდომაზე, 5–მა მუდმივმოქმედმა წევრმა ყოფილი თავმჯდომარის, თეა გავაშელის კანდიდატურა ერთმად დაასახელა და მხარიც დაუჭირა. იგი საარჩევნო კომისიას 5 წლის ვადით უხელმძღვალებს. … Continue reading

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი და კედლები წითლად შეღებეს. პარტიის წევრების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, … Continue reading

ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ

საკუთარ ამომრჩეველთან საჯარო შეხევდრების გამართვის ვალდებულება, ერთჯერადი დახმარება შშმ პირებისთვის, დაფინანსება C ჰეპატიტის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების დაავადებების გამოკვლევაზე – ამ საკითხებზე,  ქალაქ ახალციხის საკრებულოს 10–მა დეპუატატმა დღეს იმსჯელა. სიახლეები … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის ახალგაზრდული საბჭოს წევრები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ. მოსწავლეებმა აკაკი მაჭუტაძეს თანატოლები პრობლემები გააცნეს და მათი აღმოფხვრის მიზნით საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს. ამასთან ახალგაზრდებმა,  სპორტული შეჯიბრებების გამართვასა და ლაშქრობების … Continue reading

დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მწერალმა ახალგაზრდებს თავისი ორი წიგნი „ჯინსების თაობა“ და „ტყეების მეფე“ გააცნო  და ნაწარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილმა მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ … Continue reading

მინაძის მკვიდრი იამზე ბერიძე დახმარებას ითხოვს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის მკვიდრი, იამზე  ბერიძე ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. 70 წლის ქალბატონი ამბობს, რომ ერთ წელია სოცოალური დახმარება მოუხსნეს და იმის გამო, რომ პენსიითაც კრედიტი აქვს აღებული, ცხოვრება გაუსაძლის … Continue reading

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი ადგილობრივ მთავრობას ინიციატივებს წარუდგენს

ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა ადგილობრივ აქტიურ ქალბატონებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დისკუსიის მონაწილეებმა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  ინიციატივები შეიმუშავეს. საუბარი შეეხო, ასევე ახალციხეში მცხოვრებ ხელოვან ქალბატონებსაც, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია … Continue reading

ახალციხის მერია ჰერალდიკის კონკურსს მესამედ გამოაცხადებს

  ახალციხის მერია ქალაქის გერბისა და დროშის შესარჩევად, კონკურსს მესამედ, 22 ოქტომბერს გამოაცხადებს.  დაინტერესებულ პირებს,  შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ნამუშევარი სამი კვირის ვადაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში წარადგინონ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, სიმბოლოების შესარჩევად, … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე