ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს დეპუტატებს შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიგგარეშე სხდომაზე, დავით ლომიძემ ამჟამინდელი საკრებულოს წევრთა არჩევის დღიდან, ანუ 2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე ისაუბრა. … Continue reading
რას სთავაზობს სახელმწიფო, არალეგალ მიგრანტებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ
,,უსაფრთხო მიგრაცია და დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა“ – ამ თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა ახალციხეში გაიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, სტუდენტები, ახალციხის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული კოლეჯის წარმოადგენლები ესწრებოდნენ. … Continue reading
ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები-დისკუსია ახალციხეში
ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები–აღნიშნულ საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეებმა იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”- საპროტესტო აქცია ადიგენში
დაბა ადიგენში ეგრეთწოდებულ გორგულის ხიდდთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ სოფლების მაცხოვრებელები, რომლებიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ, მის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვაც აქვთ მომზადებული, რომელსაც უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან. „,დაიცავით ბავშვების … Continue reading
საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
სოფელ საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ადგილობივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 20 ბავშვს მოემსახურება ფუნქციონირებას ახლო მომავალში დაიწყებს. შენობაში ოთხი ოთახი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული … Continue reading
მსოფლიო მოგზაურები, ელექტრომობილით 7 ქვეყნის შემდეგ საქართველოს ესტუმრნენ
სხვადასხვა ქვეყნისა და ერთი ინტერესის მქონე სამი ახალგაზრდა ელექტრომობილისა და ეკოლოგიის დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიო ტურს აწყობს. ისინი 27 ოქტომბერს თავიანთი ეკო–ტრანსპორტით ახალციხესაც ესტუმრნენ, სადაც ერთი დღის განმავლობაში დარჩებიან. იმისთვის, რომ … Continue reading
ახალიცხის კულტურის სახლის საუკუნოვანი შენობა დანგრევის პირასაა
ახალიცხეში არსებული კულტურის სახლის საუკუნოვანი შენობა დანგრევის პირასაა. დაწესებულება, სადაც დაახლოებით, 70–მდე აღსაზრდელი სწავლობს, ყოველდღიურად საფრთხის წინაშეა. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობენ და გამოსავალს ეძებენ. დაბზარული კედლები, მოძველებული … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის დელეგაციამ, თურქეთის ქალაქ არტაანში, შეხვედრები გამართა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ქალაქ ახალციხის მერი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლები ოფიციალური ვიზიტით თურქეთში, ქალაქ არტაანში იმყოფებოდნენ. სამცხე-ჯავახეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ … Continue reading
ასპინძაში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა
გიორგი შუხოშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელ, ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ასპინძის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაათვალიერა. დაბა ასპინძის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1975 წლიდან ფუნქციონირებს და ის ასპინძისა და მისი … Continue reading
ახალციხის ციხემ ინფოტურს უმასპინძლა
ახალციხის ციხემ ინფოტურს უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის, ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ქვეყნის ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რაბათის ისტორიული კომპლექსისა და სამცხე–ჯავახეთში არსებული სხვა ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. როგორ უნდა გახდეს … Continue reading
ბახტურიძეების ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას მოითხოვს
ადიგენის სოფელ წარბასთუმანში მცხოვრები ბახტურიძეების ოჯახი სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებენ. მათ დღეს საკუთარი შვილი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ადიგენის განყოფილებაში მიიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებდნენ რომ 32 წლის … Continue reading
ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამართალდამცველები იმყოფებიან
ადიგენის სოციალური მომსახურების სააგენტოში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 112 -ზე სააგენტოს ხელმძღვანელმა დარეკა. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ, მათი თქმით, თუ ოჯახი შშმ პირის დატოვების შესახებ განცხადებას … Continue reading



You must be logged in to post a comment.