”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიამ, ვეტერან სპორტსმენებს, მადლობის სიგელები და 500 ლარი გადასცა

ახალციხეში მცხოვრებ, 14 ვეტერან სპორტსმენს, ახალციხის მერმა დღეს უმასპინძლა. გიორგი კოპაძემ, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ამ სფეროს პოპულარიზაციაში დახმარებას დაპირდა. ქალაქის მერმა, სპორტსმენებს, წინასაახალწლოდ 500 ლარი და … Continue reading

ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა

ადიგენის  2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ  ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, 24 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17 დეპუტატი და ორი მათგანი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრისას დეპუტატმა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან” … Continue reading

სიღარიბის გამო მეტს ვერ რთავენ – ახალციხელები საახალწლო მორთულობაზე

ახალციხეში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ირთვება ნაძვის ხეები, ქუჩები და ცნობილია საახალწლო კონცერტის დეტალებიც. მოსწონთ თუ არა ადგილობრივებს მორთული ქუჩები და ბუნებრივი ხე,  ვინ იზრუნებს ახალი წლის ღამეს ადგილობრივების განწყობაზე და … Continue reading

სოფიო კაზაროვი: “გიგიმ რომ მოიქნია, გაკვრით მოხვდა ბატონ ილოს, დაზიანებულია კალკულატორი და ჭიქა”

ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაიწყო. ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ გუშინ 22 დეკემბერს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს. … Continue reading

ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში?

უკვე გადაწყდა, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, … Continue reading

,,ახალციხის ციხიდან” 16 თანამშრომელს ათავისუფლებენ

,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ გადაწყვეტილებას იმ პირების უკმაყოფილება მოჰყვა, ვინც … Continue reading

ახალციხეს გაზმომარაგება აღუდგა

 ახალციხის მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგა. როგორც “მეცხრე არხთან” კომპანია “ინტერგაზის” დირექტორი განმარტავს, ქალაქში ბუნებრივი აირი დილიდან გაუშვეს და მოსახლეობას გაზი შეუფერხებლად მიეწოდება. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ღამე დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი … Continue reading

გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა … Continue reading

რომან გოგოლაურის წიგნის გამოცემისთვის, ახალციხის მერია 5 000 ლარს დახარჯავს

სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური ისტორია,  მხარეში არსებული ფეოდალური საგვარეულობები, მათი ვინაობა და წარმომავლობა – ამ საკითხებს ერთად თავი პროფესორმა რომან გოგლაურმა მოუყარა. ისტორიკოსმა წიგნის, სახელწოდებით  – „ჩრდილო–კავკასია, სამცხე–ჯავახეთის ურთიერთობა და ქართ–კახეთი XVIII … Continue reading

,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“- ახალციხეში მოსწავლეებისათვის შეხვედრა გაიმართა

,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“– ასე ერქვა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც მოზარდმა თაობამ ენერგოეფექტურობის  შესახებ ინფორმაცია მიიღო. ენერგიის მოხმარება და  დაზოგვა, განახლებადი და არაგანახლებადი ენერგიის ფორმები, კლიმატის ცვლილებები და მისი კავშირი ენერგიის მოხმარებასთან, მსოფლიო … Continue reading

ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ

ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ. ადგილობრივები „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების დადებით და უარყოფით მხარეებზე   საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული ღონიძიება  ჩატარდა, თუმცა … Continue reading

გენდერული თანასწორობა და ადრეული ქორწინება – დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის

გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მესამე საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს, ქალთა ოთახის დირექტორი შეხვდა. ნინო რუხაძის თქმით, სტერეოტიპული შეხედულებები, საზოგადოების მსგავსად, ახალგაზრდებშიცაა. შეხვედრის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე