გარდაცვლილი მეეზოვე შემთხვევისას სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით დილის 09:00 საათზე, “სუბარუს” მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მეეზოვეს დაეჯახა. 1937 წელს დაბადებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისათვის ახალციხის … Continue reading
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. 11 – მა ახალგაზრდამ ეროვნული სიმბოლო ადმინისტრაციული შენობის წინ, ჰიმნის თანხლებით აღმართა. ღონისძიებას ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაუწია. როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, … Continue reading
ადიგენში დაკავებულ ექვს პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ადიგენში დაკავებულ ექვს პირს, აღმკვეთ ღონისძიებად, ორ თვიანი პატიმრობა, ერთს კი – გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბესიკ აფრიამაშვილს, მამუკა გუტაშვილს, გია … Continue reading
ახალციხეში, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის განხილვა მოეწყო
ახალციხეში ოპოზიციური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოეწყო. 12 პოლიტიკური ძალის მიერ შედგენილი ცვლილებები პროპორციულ არჩევნებს, პროპორციულ–რეგიონულ სიებს გულისხმობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ადგილობრივებს განუმარტა, … Continue reading
სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში დაკრძალეს
ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დღეს, 10 იანვარს დაკრძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების წარმომადგენლები და სნოუბორდის ფედერაციის პირველი პირები დაესწრნენ. სნოუბორდოსტები ჩამოვიდნენ ყაზბეგიდან და გუდაურიდან … Continue reading
მესხეთის თეატრის ახლადგადახურული სახურავიდან წყალი ჟონავს
მესხეთის თეატრის თანამშრომლები, სახურავიდან ჩასულ წყალს ყოველდღიურად სათლებში აგროვებენ. ამბობენ, რომ წყალმა თეატრის კედლებში მას შემდეგ გაჟონა, რაც თოვლმა დნობა დაიწყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობის გადახურვითი სამუშაოები ერთი თვის წინ … Continue reading
როდიონოვკა–ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ძლიერი ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, … Continue reading
ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს
ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლების გამო, ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს. სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის კურატორი ჯუნა ნათენაძე შესაბამის საჩივარს ამზადებს. მისი თქმით, ციხის თანამშრომელთა ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ადმინისტრაციაში ანაზღაურება … Continue reading
საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე, ქულათა ზღვარი შემცირდა
საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე ქულათა ზღვარი შემცირდა და 60–ის ნაცვლად 55% –იანი ბარიერი დაწესდა – აღნიშნულის შესახებ ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა. ცვლილება შეხო ყველა სამსახურს, საკრებულოს … Continue reading
ახალციხის გამგეობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასაფინანსებლად, 9 პროექტი გადაუგზავნა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანდების მისაღებად, ახალციხის გამგეობიდან 9 პროექტი გადაიგზავნა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 345 000 ლარამდე შეადგინა პროექტები ძირითადად, სასმელი წყლის სისტემისა და სოფლებში არსებული გზების რეაბილიტაციას მოიცავს.
გაზრდილი ანაზღაურება და ხელშეკრულებაშეწყვეტილი 12 თანამშრომელი – ახალციხის ციხის ადმინისტრაცია განმარტებებს აკეთებს
ახალციხის ციხე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ისტორიული კომპლექსის თანამშრომელი აცხადებს, რომ 16–ის ნაცვლად ხელშეკრულება წინასაახალწლოდ ცხრა თანამშრომელს შეუწყდა, დარჩენილი თანამშრომლების ნაწილს კი ანაზღაურება გაეზარდა. აღნიშნულის შესახებ ლილი გოზალიშვილმა საკუთარი ფეისბუქის … Continue reading



You must be logged in to post a comment.