”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მდინარეებზე წყალკურთხევისა და ნათლობის რიტუალი შესრულდა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.

ახალციხის მერიამ, სათნოების სახლში დარღვევების აღმოსაფხვრელად, ვადის გახანგრძლივება მოითხოვა

ახალციხის მერია, სათნოების სახლში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემულ ვადებში ვერ ჩაეტია. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, დროის გადაწევა მესამედ მოითხოვა. თვითმმართველობის ორგანოს განცხადების მიხედვით, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის დრო 15 … Continue reading

მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო,  ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading

თეიმურაზ კალანდაძე, კვლავ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია

თეიმურაზ კალანდაძე, კვლავ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბრძანება 18 იანვარს დაიწერა. უწყების ინფორმაციით, დღესვე  მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა.

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად … Continue reading

მეუფე თეოდორემ სადეგ დესორხს უმასპინძლა

აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელი სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმრები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მიიღო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფომაციით, მეუფე თეოდორემ და სადეგ დესორხმა რელიგიური … Continue reading

ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს

  ახალციხელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. ,,ბრძოლა წესების გარეშე”, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს, თბილისში „დეკადის“ დარბაზში გაიმართა. ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენებს, 16 იანვარს, მერი გიორგი კოპაძე  შეხვდა და … Continue reading

ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის” დაჯილდოვდა

ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის” დაჯილდოვდა. მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პრემია საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა 14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს  გადასცა. კონკურსი ჭიათურის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ,,წლის საუკეთესოდ შესრულებული … Continue reading

ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა

ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა. 15–მა  ვეტერანმა მოქანდაკემ საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა. თითოეული  ქანდაკება   ,,მშვიდობის“ თემატიკას ატარებდა. ავტორებმა მათი შექნისათვის მუშაობა 2 იანვარს დაიწყეს და ძველით ახალი წლის … Continue reading

მესხეთის თეატრის სახურავზე შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტები სწავლობენ

მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობის სახურავზე შესრულებულ  სამუშაოებს საექსპერტო ჯგუფი სწავლობს. ,,ოპტიმალ გრუპ +“–ის ოთხკაციანმა შემადგენლობამ სახურავი, დაწესებულების ადმინისტრაციასა და სამუშაოების შემსრულებლებთან  ერთად დაათვალიერა. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ შენობაში წყალი … Continue reading

მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილიო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. … Continue reading

,,ტალიტა კუმში” შობა და ახალი წელი იზეიმეს

,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს. ბენეფიციარებისათვის სასიმღერო … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე