ელიაწმინდაში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ელიაწმინდაში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ადმინისრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კარ-ფანჯარა და სახურავი შეიცვალა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სარინელის მოწყობა, ელექტრო და წყალგაყვანილობის შეცვლა, შეკეთდება ფასადი და მოეწყობა შენობაში არსებული ოთახები, დამონტაჟდება … Continue reading
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა. ახალციხის ცენტრალურ პარკშიკერძო სკოლა … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება
სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის აღდგენა–რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს, რვა მილიონი ლარი დაიხარჯება – აღნიშნულის შესახებ, შპს „საქართველოს მელიორაციიის“ რეგიონულმა დირექტორმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. ვახტანგ გარდაფხაძის ინფორმაციით, წელს მწყობრიდან გამოსული სატუმბი–სადგურების აღდგენა და … Continue reading
პოეზიის საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
პოეზიის საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება გაზაფხულსა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა, კულტურის სახლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა პოეტებმა მიიღეს. ღონისძიებას რეგიონის წარმატებული ქალები და სამოქალაქო … Continue reading
მუშების გაფიცვის გამო, ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობა შეჩერდა
ბორჯომში, იუსტიციის სახლის მშენებლობა, ერთი კვირაა შეჩერდა. 70–მდე დასაქმებული იმის გამო გაიფიცა, რომ რამდენიმე თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. მუშები სამუშაოების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სამშენებლო კომპანია დავალიანებას, … Continue reading
ევროპის თუ რუსეთის ბაზარი – მესხი ფერმერების არჩევანი
ანდრიაწმინდაში მცხოვრები გალინა ინასარიძე ათი წელია მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს. მიაჩნია, რომ მის პროდუქტს ევროპის ბაზარზე მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ყველის ამ სახეობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გალინა ინასარიძისგან … Continue reading
ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა
ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების – „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და „პოზიცია“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო გრაფიკისა და სამომავლო გეგმების შეჯერება მოხდა. შეხვედრას ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისა და … Continue reading
ახალციხის ოთხ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში, ოთხ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მესხეთის, წერეთელის, ზედგინიძისა და გორგასალის ქუჩებზე მოწესრიგდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სამშენებლო სამუშაოებს შპს “ასტორია” შეასრულებს. პროექტის … Continue reading
ახალციხეში უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს
დაპირისპირებები ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, დეპორტირებული მესხების პრობლემები, ენობრივი ბარიერი – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავროებო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს … Continue reading
ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ, საუკეთესო ბანკნოტის ნომინაციაში გაიმარჯვა
საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი” ქართული ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია, ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით, მიმდინარე წლის 15 მარტს, ბუქარესტში, ორგანიზაცია HSP Europe™ საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა. … Continue reading
2017 წელს მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს
2017 წლის III კვარტლიდან, მთავრობა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა დაგროვებითი პენსიის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა არსებული მინიმალური … Continue reading
,,მსოფლიო ქალთა ისტორიები” – რეგიონული კონფერენცია ახალციხეში
ახალციხეში, 16 მარტს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რეგიონული კონფერნეცია ჩატარდა, რომლის თემაც, ,,მსოფლიო ქალთა ისტორიები’’ იყო. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები იმ ქალებზე მოამზადეს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ქალისა … Continue reading



You must be logged in to post a comment.