ახალციხის კულტურის სახლი მუშაობას ავარიულ შენობაში აგრძელებს
ახალციხის კულტურის სახლი მუშაობას ავარიულ შენობაში აგრძელებს. დაწესებულებისთვის სხვა უკეთესი ფართი ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. ღუმელის გარშემო სიმღერა ახალგაზრდებს კიდევ ოთხი თვე მოუწევთ. ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე კულტურის სახლში ისევ მოძველებული … Continue reading
კახა კალაძე „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ესწრება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას ესწრება. ღონისძიებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები მართავენ.
ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ახალციხის მერია ა(ა)იპ–ების ნაწილს სუბსიდიას უმცირებს
ახალციხის მერია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დიდ ნაწილს სუბსიდიას უმცირებს. რის ხარჯზე გააგრძელებენ საქმიანობას ა(ა)იპ–ები – ამაზე ხელმძღვანელები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
ახალციხის თოჯინების თეატრი ძველ შენობაში ბრუნდება
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, N18– ში ბრუნდება. ძველი შენობის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, შპს ,,გლობალჰაუსმა” 299 148 ლარით გაიმარჯვა.
ტოლერანტობის ცენტრმა, უმცირესობების პრობლემებზე, ახალციხეში შეხვედრა გამართა
სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები უმცირესობების პრობლემატიკასთან დაკავშირებით ახალციხეში შეხვედრა გამართა. ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ახალციხის მოსახლეობა 2017 წლიდან დასუფთავების მოსაკრებელს გადაიხდის
ახალი წლიდან ქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთი კომუნალური გადასახადი დაემატება. ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის საფასურთან ერთად ახალციხელებს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.
შსს-ს სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.
ახალგაზრდებს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობა გააცნეს
როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი სამცხე–ჯავახეთში და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რეგიონში – თემაზე სასაუბროდ, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის მონაწილეებს, ობმუდსმენის აპარატის წევრი შეხვდა.
9 აპრილზე, ბინების მეპატრონეები გაჭიანურებული მშენებლობის მიზეზების გარკვევას ითხოვენ
ტელეკომპანია ,,მე–9 არხში” ანონიმური წერილი მოვიდა. 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე ორი კორპუსის მეპატრონეებმა, ადგილობრივ მედიას დახმარება სთხოვეს. წერილის ავტორები, გაჭიანურებული მშენებლობის მიზეზების გარკვევას ითხოვენ.
ადმინისტრაციული ორგანო და მისთვის მიმართვა (R)
ადმინისტრაციული ორგანო ეს არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს … Continue reading
მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები (R)
ქორწინება და ოჯახის შექმნა არის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს საკუთარი ცხოვრების მანძილზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია და აცნობიერებდეს თუ რა არის … Continue reading



You must be logged in to post a comment.