აწყურის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
აწყურის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, 300 ეგზემპლარით შეივსო. ახალციხის მუნიციპალიტეტს, ძველი და ახალი გამოცემის წიგნები, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სარეზერვო ფონდიდან გადასცა. წიგნების უმეტესი ნაწილი მხატვრული ლიტერატურაა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ახალციხის თემის … Continue reading
NDI – ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა
NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია. შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე … Continue reading
ახალგაზრდული კამპანია გაეროს შესახებ
ახალცხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის Youth For SDGs“ ფარგლებში სემინარი გაიმართა. შეხვედრას ახალგაზრდობის განვითარების ცენტრ – XXI–სა და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციის (GYDEA) წარმომადგენლები გაუძღვნენ. … Continue reading
ახალციხეში, 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს
ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა ამ დღეს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. რიტუალი … Continue reading
გარდაცვლილი ჯარისკაცები და დუმილის რეჟიმი ყარაბაღში
დღეს ყარაბაღში დუმილის რეჟიმი გამოცხადდა. 15-დან 20 საათამდე დრო, ორივე მხარემ, დაღუპულთა მოსაძებნად გამოიყენა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული რეჟიმის დაწყება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა, რასაც ორგანიზაციაშიც … Continue reading
ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები – შეფასებები ახალციხიდან
მთიან ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყება ავრცელებს. კონფლიქტური სიტუაცია 2 აპრილს დაიწყო და ბოლო სამი დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ორივე … Continue reading
2016 წელს ადიგენში ოთხი მსხვილი პროექტი განხორციელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ოთხი მსხვილი პროექტი განხორციელდება. პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნულისთვის ფონდმა 2 142 000 ლარი გამოყო. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ქვემო ენთელი-ფხეროს მიმართულებით ასფალტი დაიგება. ჩორჩანს, დიდი სმადასა … Continue reading
ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი წყრუთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა, ზედმეტი გრუნტის მოჭრა და გატანა ხდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. … Continue reading
ჯუნა ნათენაძე ახალციხის ციხეზე სამუშაოდ აღარ დაბრუნდება
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს. ჯუნა ნათენაძემ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 7 აპრილს მიიღო. მისი განმარტებით, ახალციხის ციხის დირექციამ სამსახურში დაბრუნების შესახებ ბრძანება დაწერა, თუმცა მან დაბრუნება აღარ … Continue reading
რატომ მიიყვანეს ათეულობით ქალი ახალციხის რაიონულ სამმართველოში
ექვს აპრილს, დაახლოებით, ღამის 12 საათზე, ახალციხის რაიონულ სამმართველოში რამდენიმე ათეული ქალი მიიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ძალოვან უწყებაში ქალებთან ერთად, მცირე სასტუმროს მეპატრონეებიც იმყოფებოდნენ. ქალებმა, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობა, რამდენიმე საათის … Continue reading
„ტრადიციები და სტერეოტიპები“ – ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია „ტრადიციები და სტერეოტიპები’’ ჩატარდა. შეხვედრა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ. ლექციის დასრულების შემდეგ, ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანა … Continue reading
„საქართველოს განვითარების ფონდმა” მეშვიდე სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა
„საქართველოს განვითარების ფონდი“ ახალციხის მეშვიდე სკოლას ესტუმრა. ფონდის წევრებმა სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წიგნები და სათამაშოები გადასცეს. როგორც რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის უფროსი ედუარდ კიკნაძე აცხადებს, საზოგადოება მსგავსი სახის … Continue reading



You must be logged in to post a comment.