მოსახლეობას მტკვრის ნაპირებზე ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევენ
ასპინძის მუნიციპალიტეტში მესხური ტერასების მოპირდაპირე მხარეს, ადგილობრივი მწყემსის წყლიდან გამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. იგი 30 სულამდე საქონელთან ერთად, მდინარის შუაგულში ხმელეთზე შევიდა, თუმცა მტკვრის დონის უეცარი მატების გამო, ნაპირზე … Continue reading
15-17 აპრილს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
15 აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +21 , + 26° გრადუსი იქნება. 16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ელჭექის … Continue reading
“საქართველოს განვითარების ფონდი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი ახალციხეში არასამთავრობო სექტორს შეხვდა. მონაწილეებმა შეხვედრაზე საზოგადოებაში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზები დასახეს. ახალციხის ოფისის ახალგაზრდული მმართველობის კოორდინატორის ედუარდ კიკნაძის თქმით, საქართველოს განვითარების … Continue reading
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება
ახალციხეში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, ქვეითად მოსიარულეს, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა ,,იმედში“ გადაიყვანა. დაშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და … Continue reading
ასპინძაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია 5 მასშტაბური პროექტი და ჯამში 9,1 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება. სამუშაო პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი … Continue reading
ვარძიაში კრიტიკულ მონაკვეთებზე მდგომარეობა დასტაბილურდა
ვარძიაში კრიტიკულ მონაკვეთებზე მდგომარეობა დასტაბილურდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მოძრავი ქანების გამაგრების მეთოდი გასულ წელს შემუშავდა, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთ უბანზე მონაკვეთები გამაგრდა. … Continue reading
ახალციხის #1 ბაგა–ბაღში გათბობა 14 აპრილს ჩაირთვება
ახალციხის #1 ბაგა ბაღში გათბობა არ მუშაობს. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად, გაზის ცენტრალური გაყვანილობა დაზიანდა. თანამშრომლები იძულებული გახდნენ, ბავშვები ელექტრო გამათბობლებით გაეთბოთ, რამაც მრიცხველის დაზიანება გამოიწვია. აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, რომ … Continue reading
სისხლის გაცემის საქველმოქმედო აქციას ახალციხის საჯარო მოხელეები შეუერთდნენ
,,გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ახალციხის რესურს ცენტრის თანამშრომლებმა, ქალაქისა და თემის პედაგოგებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს … Continue reading
ახალციხეში სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,სკენარ ჯორჯია“ გაიხსნა
27 წლის რუდიკ ირიციანმა, შვიდი წლის შემდეგ, პირველი ნაბიჯები გადადგა. მეთერთმეტე დღეა, სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაში,“ სკენარ თერაპიის კურსებს გადის. მას ელექტროიმპულსებით მკურნალობენ, რაც თანდათან, პარალიზირებული კიდურის აღდგენას იწვევს. უბედურმა … Continue reading
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კლინიკა “იმედის” საქმიანობას იკვლევს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კლინიკა “იმედში” საგამოძიებო მოქმედებებს აწაროებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უწყება კერძო კომპანიაში დოკუმენტაციას სწავლობს. პირველადი შედეგების გასაჯაროვებას კი ახლო მომავალში აპირებენ.
ახალციხის მერიამ მესხი საზოგადო მოღვაწეები დაასაჩუქრა
ახალციხეში მესხი საზოგადო მოღვაწე ქალბატონებისთვის საღამო გაიმართა, სადაც სხვადასხვა პერიოდში ხელოვნების დარგში, პედაგოგიურ საქმიანობასა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქალბატონების დამსახურებები გაიხსენეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მედიკო ჟღენტის, ცისანა ახვლედიანის, გალინა … Continue reading
ჰაერის დაბინძურების კუთხით, ახალციხე ერთ–ერთ სუფთა ქალაქად დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ზუგდიდი, თელავი და ახალციხე ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქებად დაასახელა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე … Continue reading



You must be logged in to post a comment.