”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზიკილიაში ჩუბინიძეებს ერთადერთი შემოსავალი – სოციალური დახმარება შეუჩერდათ

სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ნანა ჩუბინიძე ერთადერთი შემოსავლის – სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. ორსულიან ოჯახში არცერთი წევრი მუშაობს.  ჩუბინიძეები საერთო საცხოვრებელში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ასაკიდან გამომდინარე, არ იღებენ პენსიას. ყოველდღიურ საკვებს … Continue reading

ნინოწმინდის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომოდ 89 300 ლარის პრემია გაიცა

       ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, აპრილის თვეში, ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია მიიღეს. თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გაცემულმა თანხამ, სულ 89 300 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, … Continue reading

გორის ქუჩაზე ასფალტის დაგებამდე წყლის სიტემის მოწესრიგებას მოითხოვენ

აბის დასახლებაში,  გორის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოსახლეობის პროტესტი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ქუჩაზე ამორტიზებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების შესაცვლელად არაფერი კეთდება. მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა … Continue reading

ახალციხელი გამომგონებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პირველ ლედის შეხვდნენ

ახალციხელი გამომგონებლები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პირველ ლედის შეხვდნენ. გიორგი აბაშიშვილმა და მაკა ჩიჩუამ ახალგაზრდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლეს. კარლო ხუციშვილის თქმით, მათ პრეზიდენტის მეუღლესა და ადმინისტრაციის უფროსს, პროექტი “Life Saver”-ი გააცნეს, … Continue reading

აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე, სოფელში  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო … Continue reading

შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა

შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში,  გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ახალციხეში შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

მინასიანს გამგებლისგან, მომხდარის გამო საყვედური არ მიუღია – ილია ზარდიაშვილი

ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში  აცხადებენ, რომ კალენ მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით გამგებელს 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3 მაისს დაკმაყოფილდა. გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ თანამდებობის დატოვების … Continue reading

ვარძიაში ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს

ახალი აღმოჩენა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. არქეოლოგებმა სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს. მათი  ვარაუდით, აღნიშნული ნაგებობები, სამონასტრო კომპლექსზე საუკუნენახევრით ადრე შეიქმნა. სპეციალისტები, ისტორიული ძეგლის დასავლეთის მხარეს, … Continue reading

ახალციხეში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსი ჩატარდება

     საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და დარგობრივი სამეცნიერო ინსტიტუციების … Continue reading

26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა.  უწყების ინფორმაციით, უფასო აქცია „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“–ის ფარგლებში განხორციელდება, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს. … Continue reading

არტაანის დელეგაციას ახალციხის მერმა და უნივერსიტეტმა უმასპინძლეს

თურქეთის დელეგაცია ახალციხეში. ქალაქ არტაანის მერი, გამგეობისა და საკრებულოს წევრები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხის თვითმმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრებს ქართველმა კოლეგამ, ქალაქის მერმა … Continue reading

მეუფე თეოდორე: „მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა იმისთვის, რომ ეტვირთა ყველა ადამიანის ცოდვა“

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ადამიანთა გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე