21 მაისს საქართველოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება
21 მაისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, ეტალონი 2016–ის ფინალია. თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 82 მოსწავლე, 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულისთვის იბრძოლებს. სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, თითო მონაწილე შეირჩა. … Continue reading
ახალციხეში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ელიან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა. დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. ევროპის დღეების ფარგლებში, მინისტრი მუნიციპალიტეტის … Continue reading
ბაკურიანელები მიწებს პროკურატურის ზეწოლის შედეგად თმობენ – გოჩა სანაკოევი
სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანა, დაბა ბაკურიანში მცხოვრებ, 38 ადამიანს ბრალდება. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასმართლომ, 24 თებერვალსა და პირველ მარტს დააყადაღა. 30–მდე ბაკურიანელი დღეს სამცხე–ჯავახეთის … Continue reading
სოფელს წნისში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელს წნისში, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, იცვლება ამორტიზებული ხის საფარი, ხდება ხიდამდე მისასვლელი დაზიანებული გზის მონაკვეთის შეკეთება. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული … Continue reading
17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე
17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვისა და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვარდების მოედანზე სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოადოების წევრები და მრევლი შეიკრიბა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ვაკანტურ ადგილებზე, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ამჯერად კონკურსი 24 პოზიციაზეა გამოცხადებული. ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, HR. GOV.GE-ზე უკვე განთავსდა. მსურველებისთვის, რეგისტრაციის ბოლო ვადა 22 … Continue reading
ახალქალაქში საჯარო მოხელეებზე 117 120 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე 2016 წელს პრემიები და დანამატი გაიცა. “მეცხრე არხის” მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემია 81 850 ლარს შეადგენს, შტატგარეშე თანამშრომლებზე – 3 170 ლარს. … Continue reading
მესხური ვაზის 400 ნერგი ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე დაირგო
ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე მესხური ვაზის 400 ნერგი დარგეს. აღნიშნული ტერიტორიის გარდა, ვაზის ნერგები ახალციხესა და უდეშიც დაირგო. საქართველოს საპატრიარქოსა … Continue reading
აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ტყის მონაკვეთზე გამწვანების აქცია მოეწყო
ბორჯომის ხეობაში, სოფელი დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის მონაკვეთზე 500 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა PITA ახალგაზრდული ცენტრისა და World Vision Georgia-ს … Continue reading
14 მაისს, საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან … Continue reading
აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება დაწყებულია
აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება დაწყებულია. ამ ეტაპზე საძირკვლის გამაგრება მიმდინარეობს, პარალელურად ტარდება არქეოლოგიური გათხრებიც. აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის რესტავრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ყოველწლიურად ვრცელდება, თუმცა სერიოზული აღდგენითი სამუშაოები … Continue reading
26 მაისს, ვარძიაში ფიცის დადების ცერემონია გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარძიაში, თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისსა და იყალთოში წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად შედგება. მოეწყობა … Continue reading



You must be logged in to post a comment.