„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ – ახალციხეში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხეში პროექტის „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნეს. კოორდინატორის ინფორმაციით, პროექტის მიზანი საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების ამაღლებაა. პროქტი შვიდი თვის განმავლობაში განხორციელდება. მასში ჩართული არიან ადგილობრივი … Continue reading
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ასპინძის გამგეობა დაეხმარა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ დავით ბერიძის ოჯახს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ 3 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით, დაზარალებული ოჯახისათვის სამშენებლო მასალები შეიძინეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის … Continue reading
ახალციხის ორ ქუჩაზე მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხეში ფალიაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე, მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის განმარტებით, მიზეზი სავარაუდოდ, ავარიული გათიშვაა. ვასილ აბულაძის თქმით, ჯგუფი მიზეზის დასადგენად და პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე გასულია … Continue reading
შს მინისტრმა ასპინძელი თანამშრომელი სოსო მელიქიძე დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი სოსო მელიქიძე პროფესიული მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო მას 2 ივნისს პოლიციის დღეს გადაეცა. … Continue reading
ახალციხის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდება
ახალციხის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდება. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ინფორმაციით, 2 ივნისს რაბათის დასახლებასა და ივანე ახალციხელის ქუჩაზე, წყალმომარაგება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება. “ძვირფასო აბონენტებო, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული … Continue reading
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, … Continue reading
ახალგაზრდებმა, ახალციხის ახალი ტურისტული მარშრუტები შექმნეს
ახალციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ახალი, შვიდი ტურისტული მარშრუტი შექმნეს. გზამკვლევის პრეზენტაცია 31 მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 25 ახალგაზრდა ხუთ ჯგუფად დაიყო და ორსაათიანი მარშრუტები შეადგინეს, სადაც ის ობიექტებია მოხვედრილი, რომელთა … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში 658 931 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
2016 წლის ოთხი თვის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის შვიდ მუნიციპალიტეტსა და გუბერნიაში, 658 931 ლარის პრემია და დანამატი გაიცა. პრემია ყველა თვითმმართველ ერთეულშია გაცემული, სახელფასო დანამატის მუხლი კი მხოლოდ … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტს 134 432 ლარი უკან დაუბუნა
ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტს 134 432 ლარი უკან დაუბუნა. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიდან დაიზოგა და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა.
სტიქია ადიგენში – დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან … Continue reading
,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ – ახალციხეში სინაგოგის 275 წლის იუბილე აღინიშნა
29 მაისს, ახალციხეში, უძველესი სინაგოგის აშენებიდან 275 წელი და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას, სახელწოდებით ,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებიდან … Continue reading
ადიგენში სტიქიამ ექვსი სოფელი დააზიანა
ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ვარხანში დაიტბორა 20–მდე საცხოვრებელი სახლი. დახოცილია შინაური … Continue reading



You must be logged in to post a comment.