სამოქალაქო განათლების პროგრამამ, ახალქალაქში, შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ ახალქალაქში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ გახსნა, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის პარტნიორმა სკოლებმა წლის საუკეთესო … Continue reading
ახალციხეში სურსათის უვნებლობის კუთხით, სახელმწიფო უწყებების ერთწლიანი მუშაობა შეაფასეს
ახალციხეში სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სახელმწიფო უწყებების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობები შეაფასეს. ევროპის ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. მას სამოქალაქო საზოგადოების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. სოფლის დეპუტატი და რწმუნებული თითოეულ ოჯახში აღწერენ, როგორც განადგურებულ სახნავ-სათეს მიწებს, ასევე დაზიანებულ სახურავებს. სტიქიის შედეგის სრულად დათვლის შემდეგ გამგეობა მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას … Continue reading
რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა, ახალციხის მერიას დასახმარებლად მიმართეს
რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებელებმა დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ზარალის აღწერისა და შემდეგი რეაგირების მოთხოვნით, განცხადება ადგილობრივებმა 10 ივნისს დაწერეს. სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპურის მობინადრეები ამბობენ, რომ 23 მაისის შემდეგ მათთან არავინ … Continue reading
წყალში დაგებული ასფალტი ბორჯომში, უკანვე აიღეს
ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს დაგებული ასფალტი კომპანიამ უკანვე აიღო. 15 ივნისს, „ჰედეფ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მუშაობა არც ძლიერი წვიმის შემდეგ შეწყვიტეს და ასფალტის დაგება წყლით სავსე გზაზე გააგრძელეს. შედეგად, ადგილობრივების … Continue reading
მდინარეში დაკარგული ზიკილიელი მამაკაცი, ერთთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
მდინარეში დაკარგული მამაკაცი, მაშველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 15 ივნისს, დვირი–ჭობისხევის მონაკვეთზე, კარიერთან ახლოს იპოვეს. 58 წლის ზიკილიელი მამაკაცი, მტკვარში 15 მაისს გადავარდა. მას შემდეგ, დაკარგულს სამაშველო სამსახური და თანასოფლელები, ყოველ … Continue reading
ბორჯომში ასფალტს წყლით სავსე გზაზე აგებენ
ბორჯომში, რესტორან “ფესვების” მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტს წყლით სავსე გზაზე აგებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook–მომხმარებელმა 15 ივნისს, ვიდეო–პოსტი გაავრცელა. გიორგი სოლომონიძის თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარკის შესასვლელთან, ერეკლე მეორის ქუჩაზე, მიმდინარეობს. მუშებმა დაკისრებული მოვალეობის … Continue reading
ნანა ნადირაძეს, ,, PSP“–მ მოგებული ავტომობილი გადასცა
,, PSP“–ს გათამაშებაში გამარჯვებულს, მოგებული ავტომობილი გადაეცა. კომპანიის წარმომადგენლებმა, ნანა ნადირაძეს კუთვნილი ,,Mercedes-GLA“ ახალციხეში ჩამოუყვანეს. 26 მაისს მოგებული ავტომანქანის გასაღები, გამარჯვებულს იმ აფთიაქთან გადასცეს, სადაც მედიკამენტები შეიძინა და სანაცვლოდ, მომგებიანი … Continue reading
ახალციხეში, საჯარო მოხელეთა შესარჩევად, ტესტირება 18 ივნისს ჩატარდება
ახალციხის გამგეობის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 18 ივნისს გაიმართება. ტესტირებაზე გამგეობა 134 პიროვნებას მიიწვევს. 25 ვაკანტურ პოზიციაზე 194 კონკურსანტის 379 განაცხადი შევიდა. პირველი ანუ გადარჩევის ეტაპი 60–მა განმცხადებელმა ვერ … Continue reading
ახალციხის გამგებლის ყოფილი მოადგილე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა
კარლენ მინასიანზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან, პროკურატურამ განრიდება გააფორმა, რის საფუძველზეც იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და ალტერნატიული სასჯელის ზომად, 2 000–ლარიანი … Continue reading
როგორი იქნება აწყურის ტაძარი აღდგენის შემდეგ?
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 3D ფორმატში მომზადებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ,როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ. ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები … Continue reading
ახალციხე მსოფლიო ბავშვთა ფესტივალს უმასპინძლებს
19-28 ივნისს, ახალციხეში მსოფლიო ბავშვთა ფესტივალი, “Brave Kids” (მამაცი ბავშვები) ჩატარდება. მასში მონაწილეობას პოლონელი, ირანელი, თბილისელი და ახალციხელი ახალგაზრდები მიიღებენ. ფესტივალის 21 მონაწილე მესხეთში 18 ივნისს ჩამოვა, ისინი მოხალისე ოჯახებთან … Continue reading



You must be logged in to post a comment.