გახშრებულ მკვლელობებზე სასაუბროდ, გოდერძი კუბლაშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაარბაზის“ ხელმძღვანელი ახალქალაქში მომხდარ საზარელ შემთხვევას გამოეხმაურა.
ბაკურიანის მიწების საქმეზე ,,X ჯგუფის” დამფუძნებელი დააკავეს
ბორჯომში კომპანია ,,X ჯგუფის“ დამფუძნებელი დააკავეს. ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ოფისში დღეს, 14 ივლისს აიყვანეს.
დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ვაჩიანში, დედისა და მისი შვილების მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ აკოფოვს, აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსახლეობის მძიმე ტვირთი – დოლართან ერთად სურსათიც ძვირდება
ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.34 ლარია. ვალუტის გაუფასურების პროცესს მიაწერენ იმას, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა.
სამცხე–ჯავახეთში სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყო.
9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონი გაიხსნა
ახალციხის მერმა 9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონი გახსნა. გიორგი კოპაძემ ლენტი ბავშვებთან ერთად გაჭრა.
დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაკავების კადრები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
ახალციხეში გზის მოწესრიგებას ითხოვენ, მერიაში კი პასუხის გასაცემად ვერ იცლიან
ახალციხეში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. გზის 50 მეტრიანი მონაკვეთი ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლამდე, ერთ–ერთ საოჯახო სასტუმრომდე და რაიონულ პროზექტურამდე მიდის.
ახალციხეში, ორ ადგილზე, უფასო wi-fi დამონტაჟდა
ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უფასო wi-fi–თ სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. შესაბამისი მოწყობილობა, ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ,,დელტაკომმა“ დაამონტაჟა.
ნინო თეთვაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გაქტის შესწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო და ამ მიზნით, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან, გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია მოითხოვა.
ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში – ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
12 ივლისს, ახალციხეში სოზარ სუბარს ელიან
ახალციხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი 12 ივლისს, 14:00 საათზე ეწვევა.



You must be logged in to post a comment.