”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთის ა(ა)იპ–ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში ა(ა)იპ–ების რაოდენობა 15–ით გაიზარდა. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 347 ერთეულით, მათი შრომის ანაზღაურებაზე კი, 182 834 ლარით მეტი იხარჯება.

არაქართულენოვანი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე – დისკუსია ახალციხეში

     პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციის – ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.

ახალგაზრდებმა, “ქართული ოცნების” წევრს, საქალაქო ტრანსპორტის საკითხის განხილვა სთხოვეს

პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“  მონაწილეები „ფრაქცია – ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს შეხვდნენ. მამუკა მიქელაძეს საქალაქო ტრანსპორტის მდგომარეობა გააცნეს.

ავტომობილები ახალციხის ციხის ციტადელზე

დღეს, 20 ივლისს, ახალციხის ციხის ციტადელის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირება მოეწყო. ამ ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ქვეითებისთვისაა დაშვებული.

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესიდეები დაფინანსდება

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის, ახალციხეში, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. მსურველებს ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ. 

19 ივლისს, ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება

19 ივლისს ახალციხის ქუჩებზე სასმელი წყლის მიწოდება შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.

19 ივლისიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 19 – 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 19-20 ივლისს ქვეყანაში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„ჩვენთან წინასაარჩევნოდაც არავინ მოდის“ – ილია მართლის ქუჩის მაცხოვრებლები პრობლემებზე ჩივიან

ილია მართლის ქუჩის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები გზის პრობლემაზე ჩივიან და ამბობენ, რომ საკითხის გადასაჭრელად თვითმმართველობას, წლებია აკითხავენ.

ერევნის პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა

ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ცნობას panarmenian.net ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ჟურნალ “არავის” პრეზენტაცია გაიმართა

 15 ივლისს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო, საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ ,,არავის“ პრეზენტაცია მოეწყო.

რაბათის უბანში 8 ოჯახი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ითხოვს

რაბათის ისტორიულ უნაბში, ხარისჭირაშვილის ქუჩაზე კანალიზაცია არ არსებობს. ადგილობრივები, სისტემის მონტაჟს, ან ნებართვას ითხოვენ, რომ ქსელი საკუთარი ძალებით გაიყვანონ.  

ახალციხეში დევნილების საცხოვრებელს ორი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

ახალციხეში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებზე ჩივიან. რუსთაველის 113 ნომერში მდებარე კოსპუსის მკვიდრები სამელი წყლისა და გზის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე