ახალციხის ტბის ა(ა)იპ–დან 7 თანამშრომელი გათავისუფლდა
ახალციხის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ–ი “ახალციხის ტბა”–ზე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქალაქის მერმა შვიდი პიროვნება გაათავისუფლა.
ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა 483 021 ლარის სესხს იღებს
ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა 483 021 ლარის სესხს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან გააფორმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ბენეფიციართა დაფინასება გაზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარეიტინგო ქულათა ბარიერი 120 000 დან 150 000–მდე გაიზარდა. გარდა ამისა,ბენეფიციარებს, გამგეობა ჯანდაცვის კუთხით, წლის განმავლობაში … Continue reading
9–15 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
9 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
ორი წლის ანდრეას გადასარჩენად, მელიქიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
ორი წლის ანდრეას გადასარჩენად, დიმიტრი მელიქიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მცირეწლოვანი ბავშვის დიაგნოზი დაუდგენელია.
6 დღე წყლის გარეშე – ვალელები პრობლემის მოგვარების მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვალის მაცხოვრებლებმა სასმელი წყალი სპეციალური მანქანით მიიღეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 4 იანვარს ვალელების პრობლემის მოგვარება, დროებით, ამ გზით გადაწყვიტა.
8 იანვრამდე, საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
7 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ვალეში სასმელი წყალი სპეციალური მანქანით დარიგდება
ქალაქ ვალის მაცხოვრებლებს, თითქმის ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეწყდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
საახალწლო სამზადისი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში საახალწლო მზადება დასრულდა. რეგიონის მოსახლეობა 2017 წლის დადგომას ელოდება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სადღესასწაულო ტრადიციები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი რამდენიმე მათგანს ოჯახში ესტუმრა.
ახალციხელები გასული წლის შეჯამებასა და 2017–ის მოლოდინებზე
რა პროექტების განხორციელებას აპირებს ახალციხის თვითმმართველობა 2017 წელს? – ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი მომავალი წლის გეგმებზე საუბრობენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენად არჩევნებს ასახელებენ.
,,პროვოკატორი ღმერთმა შეარცხვინოს“ – დაპირისპირება მოხეში
დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მოხეში სადავო შენობის საკითხის გაჭიანურებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრები ქრისტიანების მტკიცებით, მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და პროცესები გარე ძალების მიერ ხელოვნურად იმართება. მუსლიმები კი შექმნილ მდგომარეობაზე … Continue reading
GDI: ,,მოხეში, თეონა ბერიძის უფლებებს ვიცავთ”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 30 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შეხვდნენ და არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.



You must be logged in to post a comment.