ახალციხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
დაზიანებული გზები, დანაგვიანებული ქუჩები, განადგურებული ხეხილი და ნარგავები – ახალციხეში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ეთნიკური უმცირესობის პრობლემები წინასაარჩევნო პროგრამებში
რამდენად იცნობენ პოლიტიკური ძალების ადგილობრივი წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობის პრობლემებს და რა გზებს გვთავაზობენმათ მოსაგვარებლად საარჩევნო პროგრამის მიხედვით – ,,საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ ამჯერად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საკითხით დაინტერესდა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები ახალციხის ქუჩებს ასუფთავებენ
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ახალციხის ქუჩებს ასუფთავებენ. ახალგაზრდებმა აქცია ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.
სტიქია ახალციხეში – განადგურებულია ხეხილი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი ახალციხეში – სტიქიამ ქალაქი მნიშვნელოვანად აზარალა. განადგურებულია ხეხილი და ნარგავები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ნალექი ჩავიდა ახალციხის ბაზრის შენობაშიც.
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა
ახალციხეში, მერაბ კოსტავას ქუჩის 163 ნომერში ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავის ნაწილი გადახადა. დაზიანებული კორპუსი ახალციხის მერიის პირველმა პირებმა მოინახულეს.
ახალქალაქში რკინიგზის სადგურის მუშებმა მშენებლობა შეაჩერეს
ახალქალაქში რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული თანამშრომლები გაიფიცნენ. პერსონალი დაგვიანებული ხელფასების მიღებას ითხოვს.
იუსტიციის მინისტრი, ახალციხეში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა, ახალციხეში, მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების თაობაზე შეხვედრა გამართა.
იუსტიციის მინისტრმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესს ადგილზე გაეცნო.
ახალციხეში ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო–საანგარიშო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება
მართლმადიდებლური სამყარო 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაბათში, წმინდანის სახელობის ტაძარში.
გურკელში დათვი ადგილობრივებს თავს დაესხა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში დათვი ორ მამაკაცს თავს დაესხა. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია.
მიწის საკუთრებაში დარეგისტირების პროცესს, ახალციხის გამგეობაც ამარტივებს
ახალციხის თემმა სსაკრებულოს რიგით მეთერთმეტე სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.



You must be logged in to post a comment.