”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

8 მარტი ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. ამასთან დაკავშირებით დღეს კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მანდილოსნებს დღესასწაული მიულოცეს და ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს.

09/03/2013

“ბერობანა” არალში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, “ბერიკაობის” ტრადიაცია კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.   სხვადსხვა ისტორიული პერსონაჟების ტანსაცმელში გადაცმულმა ადგილობრივებმა, სოფელში მსვლელობა მოაწყეს. „ბერიკაობის”  მონაწილეები   მონღოლების საქართველოში ბატონობის პერიოდს იხსენებენ  და სოფლებში  ყაენის … Continue reading

05/03/2013

სოფლებში რეგიონული განვითარების პროექტის ამოქმედება იწყება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლისა და სავალი გზის რეაბილიტაციისათვის პროექტები მუშავდება.  ამასთან დაკავშირებით, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებმა სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცვა და სხვა დოკუმენტაცია  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსა და მის მოადგილეებს წარუდგინეს.

05/03/2013

ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველი ფესტივალი ბაკურიანში

ბაკურიანმა ინტელექტუალური თამაშების ზამთრის პირველ ფესტივალს უმასპინძლა. მოაზროვნეები საქართველოს მასშტაბით სასტუმრო „პრემიერ-პალასში” შეიკრიბნენ და 200-მდე შეკითხვას უპასუხეს.  ფესტივალში მონაწილეობა ახალი თაობის მოაზროვნეებთან ერთად ცნობილმა სახეებმა და ბროლის ბუს ლაურეატებმაც მიიღეს. … Continue reading

05/03/2013

გამგებელმა ახალბედა დედებს სამი მარტი მიულოცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა “უნიმედი–სამცხეში” ახალბედა დედები მოინახულა და 3 მარტი მათ პირადად მიულოცა.

03/03/2013

ორგანიზაციამ „ყველა ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი აირჩია

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას ორგანიზაცია “ყველა ყველასათვის” დამფუძნებლები და წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალ გაერთიანებას, შორენა გაბოშვილი უხელმძღვანელებს. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ინვალიდობის მქონე პირს გავუწიოთ … Continue reading

01/03/2013

ონლაინ კონფერენცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობის შეკითხვებს უკვე მეორედ, საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა უპასუხა

01/03/2013

აწყურის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მაცხოვრებლები ადმინისტრაციულ შენობაში გამგეობის პირველ პირს შეხვდნენ. მეწყერული ზონიდან გამოსახლებულმა მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ტერიტორიის შესწავლა და კომპენსაცია მოითხოვა.

23/02/2013

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა

„დემოკრატ–მესხთა კავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა პრეზენტაციით გაიხსნა.

21/02/2013

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა

„დემოკრატ–მესხთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა პრეზენტაციით გაიხსნა. ახალგაზრდებმა, თავდაპირველად, თანატოლებს ქართული დამწერლობის წარმოშობაზე მომზადებული მასალა გააცნეს.  რის … Continue reading

21/02/2013

მოსახლეობის კითხვებს გამგებელმა მეორედ უპასუხა

ახალციხის მუნიციპალიტეტის  facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგი ონლაინ კონფერენცია გაიმართა. გამოკითხული მოსახლეობის  სურვილის მიხედვით,  მასში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მეორედ მიიღო

21/02/2013

„ყველა ყველასათვის”

საქართველოში, „სოციალური თანასწორობის საერთაშორისო დღე”  აღინიშნა.  ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ-მესხთა კავშირისა” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანება „ყველა ყველასათვის’” ორგანიზებით, ახალციხის ცენტრში აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები … Continue reading

20/02/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე