სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ
ახალციხეში სტიქიით დაზარალებულები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. საბარგო სადგურის დასახლების მკვიდრები, რომლებსაც სეტყვამ 12 მაისს ხილ-ბოსტნეული გაუნადგურა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ყურადღებას ელიან. რეაგირებას ითხოვენ ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა საცხოვრებელსაც ქარმა … Continue reading
აწყურში არსებული მდგომარეობით არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა
აწყურის დამეწყრილი ზონასა და მაცხოვრებლების მდგომარეობას დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, აუცილებელია, გადამჭრელი ზომები ხელისუფლებამ უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღოს.
ლიანა შანთაძე: “ღელის წყალი რამდენხანს უნდა ვსვათ?”
მოუწესრიგებელი საირიგაციო სისტემა, სასმელად უვარგისი წყალი, დაზიანებული გზა – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც სოფელ გომაროს მაცხოვრებლებს აწუხებთ. მათი თქმით უწყლობის გამო მოსავალი ნაკლებია. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი მათ … Continue reading
ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს სპეციალური სხნარით ამუშავებენ. ბიბლიოთეკის საცავში განთავსებული ლიტერატურა, რომელიც დღითიდღე ზიანდებოდა, სპეციალისტებმა შეწამლეს.
კომისარიატის ყოფილი შენობის მაცხოვრებლებს გამოსახლებით ემუქრებიან
ახალციხის კომისარიატის ყოფილ შენობაში უკანონოდ შესახლებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ახლად შექმნილი „ვეტერანთა ორგანიზაცია“ ორი ოთახის დაცლას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრებიან. აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა … Continue reading
რეგიონის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი მაისის ბოლოს ჩამოყალიბდება
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში რეგიონის განვითარების გეგმის ბოლო განხილვა მოეწყო. სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – ეს ის სფეროებია, რომელი მიმართულებითაც სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს.
უიმედოდ დარჩენილი აწყურის მოსახლეობა
სოფელ აწყურის, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს კონპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. მეწყერსაშიში ზონიდან გამოსახლებული 8 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. დაზარალებულები ხელისუფლებისაგან დახმარებას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.
ცხოვრება გაუსაძლის პირობებში და მოლოდინის რეჟიმი საბარგო სადგურში
კანალიზაციის სისტემის უქონლობის გამო საბარგო სადგურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ფეკალური მასა სავალ გზაზე გადმოდის, საცხოვრებელი სახლის სახურავები კი შეკეთებას საჭიროებს. საბარგო სადგურის მოსახლეობის პრობლემებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები … Continue reading
ახალი ხელისუფლება ახალციხის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს გეგმავს
რაბათის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, ამის შესახებ ცნობილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა.
“ენერგო–პრო ჯორჯიამ” გამრიცხველიანების ახალი ეტაპი დაიწყო
საქართველოს მასშტაბით “ენერგო–პრო ჯორჯია” გამრიცხველიანების ახალ ეტაპს იწყებს. ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში მრიცხველები პირველად წყალთბილას ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ წინუბანში დამონტაჯდება. მიმდინარე წლის მაისიდან დეკემბრამდე “ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში … Continue reading
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სრული ლიკვიდირება ვერ ხერხდება
სოფლების დაბაძველისა და ციხის–ძირის ტერიტორიაზე ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ახალციხისა და ბორჯომის სახანძრო-სამაშველო რაზმები ხანძრის ლოკალიძებას ერთი დღის მანძილზე ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია ტყის მასივის 10 ჰექტრამდე ფართობი.
ახალდაბაში მგლები გამოჩნდნენ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მგლები გამოჩნდნენ. ნადირმა მოზრდილი გოჭი ადგილობრივების თვალწინ დაკლა, ხოლო ორი ხბო დაკბინა. ახალდაბელები მგლების შიშით ბავშვებს ეზოშიც ვეღარ უშვებენ. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.



You must be logged in to post a comment.