”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქალი და პოლიტიკა

ახალციხის დემოკრატიული ცენტრის ორგანიზებით დღეს სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა პოლიტიკურ საქმიანობაში ქალის როლი და მისი ჩართულობა შეაფასეს. მათ ასევე იმსჯელეს ქართულ პოლიტიკაში არსებული გენდერული დისბალანსის გამომწვევ მიზეზებზეც.

23/05/2013

ყოფილი პოლიციელების უფლებების დასაცავად ახალციხეში ორგანიზაცია ჩამოყალიბდა

ახალციხეში ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებული პირების უფლებებს დაიცავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რეგიონული სამსახური სამცხე–ჯავახეთში დაფუძნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაეხმარება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიციელების უფლებები ქვეყანაში ყველაზე ხშირად ირღვევა, … Continue reading

23/05/2013

ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით პარლამენტს რეკომენდაციები გაეგზავნება

ასოციაცია „დეამ” ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სადისკუსიო შეხვედრა გამართა თემაზე – „ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური საკითხები”. შეხვედრას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.

22/05/2013

საირიგაციო წყალსაცავი, შესაძლოა ორი სოფლის დაპირისპირების მიზეზი გახდეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში გაშენებულ წყალსაცავთან დაკავშირებით, აზრთა სხვადსხვაობა გრძელდება. იმ ამბავმა, რომ აშენებული სისტემით მხოლოდ ხიზაბავრის მაცხოვრებლები ისარგებლებენ, სოფელ საროს მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

22/05/2013

ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება

ახალციხეში მუნიციპალური საავადმყოფო გაიხსნება– ამის შესახებ დღეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მათი თქმით, მსგავსი დაწესებულების არსებობისათვის მუნიციპალიტეტი და მედიკოსები ერთობლივად იმუშავებენ. გარდა ამისა, დღესვე დეპუტატებისათვის ცნობილი გახდა, რომ 2013 წლისათვის … Continue reading

22/05/2013

კლუბის შენობაში შეხიზნული ჩოქურების ოჯახი

ჩოქურების სამ სულიანი ოჯახი მეშვიდე თვეა სოფელ ფერსის სასოფლო კლუბში ცხოვრობს. საკუთარი სახლიდან მეწყერის გამო იძულებით გასახლებული ოჯახი ნოემბრის შემდეგ მძიმე სოციალური პირობებიდან თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს. დაზარალებული  ოჯახი დანგრეული … Continue reading

21/05/2013

ახალციხეში შიდსით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

  საქართველოში  შიდსით დაღუპულთა ხსოვნის კვირეული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ვორდვიჟენ საქართველოს ორგანიზებით, ახალციხეში სხვადსხვა ღონისძიებები მოეწყო. ახალგაზრდული ცენტრის ფორუმისა და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებმა, მესხეთის … Continue reading

21/05/2013

დეპორტირებულ მესხებს ,,ტოლერანტმა” საერთაშორისო კონფერენცია მიუძღვნა

მაჰმადიანი მესხები, მათი ისტორია და დეპორტაცია– ამ საკითხებზე თბილისში  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული ადამიანების მდგომარეობა მეცნიერებმა, ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრას ორგანიზება ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო … Continue reading

20/05/2013

ურთიერთბრალდებები და მოუგვარებელი პრობლემა ასპინძის ქუჩაზე

ასპინძის ქუჩის მოუგვარებელ პრობლემაზე, ტელეკომპანია „მეცხრე არხის” თოქ-შოუში ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, დაზარალებულებმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა „დიალოგის” პირდაპირ ეთერში მწვავე დისკუსია გამართეს.  ვის კომპეტენციაში შედის სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის … Continue reading

19/05/2013

სოფელ წინუბანში 140–მდე აბონენტი გამრიცხველიანდება

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების ახალი ეტაპი დაიწყო.   წყალთბილას ტერიტორიულ გაერთიანებაში შემავალ სოფელ წინუბანში ცენტრის თანამშრომლები თავდაპირველად გამტარი ხაზის შეცვლას ახდენენ, რის შემდეგაც ახალი მრიცხველების დამონტაჟება … Continue reading

15/05/2013

ახალი ხელისუფლების ხედვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე

საქართველოს ევროპული გზა და ნატოში გაწევრიანების საკითხები– ამ თემებზე სტუდენტებთან სასაუბროდ დღეს ახალციხეს ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოინახულა და ქვეყნის ინტეგრაციის … Continue reading

15/05/2013

აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყება?!

აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალურია. რეაბილიტაციისთვის თანხები შესაძლოა მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს. ეკლესიის მშენებლობაზე საუბარი წინა ხელისუფლების დროსაც მიმდინარეობდა, თუმცა იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

15/05/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე