როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ყოფილი პატიმრები
საყოველთაო ამნისტიის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა. მათი ნაწილი დღეს ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი დასაქმება და საზოგადოებაში რესოციალიზაციაა.
მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების ნაწილი განახევრდება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმების ნაწილი განახევრდება. ამის შესახებ, საქართველოს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ცინცაძემ, პრესასთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ ცვლილებებს ახალციხელი მძღოლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, 125 -ე … Continue reading
ახალგაზრდებმა გენდერის საკითხებზე შეხვედრა გამართეს
რამდენად აქტიურები არიან ქალები საქართველოში, როგორია გენდერული თანასწორობის ხარისხი და რამდენად ჩართულები არიან მანდილოსნები პოლიტიკურ საქმიანობაში-ეს საკითხები ახალციხის პირველი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, დემოკრატ ქალთა საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს. … Continue reading
“დემოკრატ-მესხთა კავშირი” საზოგადოებას უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ–მესხთა კავშირი” სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრენსკონფერენცია გამართეს.
16 ივნისს დასუფთავების საყოველთაო აქცია გაიმართება
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამიონისტროს ინიციატივით დასუფთავების აქცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დაბა წაღვერში პარკის დასასუფთავებლად მინისტრის მოადგილე ჩავიდა.
ერთკვირიანი მუშაობა ამერიკელ კოლეგებთან ერთად
ამერიკელი კოლეგების ვიზიტის ბოლო დღე ტელეკომპანია “მეცხრე არხში”. პენსილვანიის შტატში არსებული ტელევიზია “დაბლიუაისის”გენერალური მენეჯერი პემფორსაიტი და კრეატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეინ კრეიგი ახალციხიდან გაემგზავრნენ.
სტიქიამ ადიგენში სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა
6 ივნისს ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა. განადგურდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეულის ნარგავები და ხეხილის ბაღები. დაზიანებული ტერიტორიები მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოინახულეს.
4 დღის მანძილზე საკუთარ სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს
გარემოს მოწყვეტილ 71 წლის ქალბატონს, დღეს ეზოში გასასვლელი კარი გაუხსნეს. ჯულიეტა გასპარიანს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გასასვლელი ოთხი დღის წინ მეზობელმა ამოუქოლა. დღეს დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის” … Continue reading
შოთა მურღულია: “ასპინძაში წყლის პროექტი არასწორად იყო გათვლილი”
ასპინძის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, რომელიც დაბისა და ორი სოფლის წყლით მომარაგებას ითვალისწინებს, სრულდება. 1 800 000 ლარიანი პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ნაწილი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს ასპინძის … Continue reading
ნაქალაქევში მაისურაძეების ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მაისურაძეების 6 სულიანი ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. თითქმის ორი კვირაა მათი სახლის კედლებზე ბზარები ყოველდღიურად მატულობს. ოჯახი დახმარებას ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვს. არსებულ სიტუაციას ლევან … Continue reading
თამბაქოს მავნებლობაზე ახალგაზრდებმა იმსჯელეს
31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთაკავშირის ინიციატივით, პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძილერება” ფარგლებში ღონისძიება მოეწყო.
ადგილობრივ თვითმმართველობაში სახელფასო ფონდი გაიზარდა
სახელფასო ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. ბოლო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას რამდენიმე ახალი თანამდებობა დაემატა. როგორც აქ განმარტავენ, აღნიშნულ პოსტებზე პირები ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნენ. მათი ხელფასი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვრება. შეიცვალა … Continue reading



You must be logged in to post a comment.