გიორგი კვირიკაშვილმა მიტარბში ტურისტულ–ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ახალციხის ციხის დირექტორად ზაზა თამარაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე ქალაქის მერის ყოფილი პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა. გიორგი კოპაძემ მისი დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს გასცა.
აგვისტოს ომის გმირები მესხეთიდან
ახალციხესა და ადიგენში აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეომრები გაიხსენეს. რუსეთ–საქართველოს ომის დროს სამცხე–ჯავახეთში ხუთი ჯარისკაცი ჩამოასვენეს.
რუსეთ–საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა
აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის დააძაბული ურთიერთობა შეიარაღებულ თავდასხმაში გადაიზარდა.
გარემოს დაცვის მინისტრი ბორჯომში სტიქიის შედეგებს გაეცნო
გარემოს დაცვის მინისტრი ბორჯომში სტიქიის შედეგებს გაეცნო. გიგლა აგულაშვილმა ისტორიული პარკი დაათვალიერა.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ჯავახეთში
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჯავახეთს სტუმრობდა, თეა წულუკიანი ახალაქალაქის იუსტიციის სახლისა და ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
თეა წულუკიანმა ფოკაში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ახალქალაქში იუსტიციის სახლი შენდება
მალე ახალქალაქის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლში მიიღებს.
ბორჯომში ზარალს ითვლიან
ბორჯომში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის გამო შექმნილ სირთულეებს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სამსახური ებრძვის.
ახალციხეში, საბარგო სადგურის ქუჩაზე დასუფთავების აქცია მოეწყო
ახალციხეში დასუფთავების აქცია მოეწყო. ახალგაზრდებმა ქალაქის პირველ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, საბარგო სადგურის ქუჩის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სტიქიის შემდეგ ბორჯომს დილიდან ასუფთავებენ
ბორჯომში მომხდარი სტიქიის შემდეგ ქალაქის დასუფთავება დილიდან დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახური ცდილობს ქუჩები სილისგან და ნარჩენებისგან გაწმინდოს.
დატბორილი ქუჩები, ევაკუირებული ტურისტები, შეჩერებული მოძრაობა – სტიქია ბორჯომში
ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ბორჯომში დღეს 20:00 საათისთვის დაიწყო. დაახლოებით 25 წუთიანმა სტიქიამ ბორჯომის ცენტრალური ქუჩები დატბორა, პარალიზებული იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე.



You must be logged in to post a comment.