”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლების წარმომადგენლებმა  მიიღეს.  შეხევდრას ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორეც დაესწრო.

21/06/2013

დავა ორფოლოს მიწებზე და ერთი ტერიტორიის ორი მფლობელი

სადავო ტერიტორია, სადაც ორფოლოს სამხედრო პოლიგონია განთავსებული. წლების წინ  დაწყებული პრობლემა თავდაცვის სამინისტროსა და სოფელ მინაძის მოსახლეობას შორის  აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პოლიგონის უფროსმა ადგილობრივები თავიანთ კუთვნილ ყანებში აღარ … Continue reading

21/06/2013

დერცელის მოსახლეობის პროტესტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მაცხოვრებლები ტყე-კაფის გამოყოფას მოითხოვენ. ტერიტორია, საიდანაც ისინი საშეშე მერქანს ჭრიან კერძო საკუთრებაშია, რის გამოც  მათ გასათბობი მასალის მოტანაზე ხელოვნური ბარიერები ექმნებათ. დერცელის მოსახლეობა შექმნილ ვითარებას აპროტესტებს … Continue reading

21/06/2013

ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები გზის აღდგენას ითხოვენ

გადათხრილი ქუჩა, მოუწესრიგებელი სასმელი წყლის სისტემა და დაზიანებული გარე განათება – ეს  პრობლემები  ვარძიის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ. გზა  მას შემდეგ დაზიანდა, რაც  სამშენებლო კომპანია „შინაშხარმა” წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. … Continue reading

21/06/2013

ელექტრო-ენერგიის გათიშვის მიზეზები

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტს ელექტრო-ენერგია დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. დენის გათიშვის მიზეზი ქვესადგურ „ახალციხეზე” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, რომელიც ელექტრო-ენერგიით მთლიან მუნიციპალიტეტს ამარაგებს. ქვესადგურების უფროსის განმარტებით, ფიდერ „ბოგაზე” გუშინ … Continue reading

20/06/2013

რწმუნებულები ანგარიშს გამგებელს წარუდგენენ

თათბირზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რწმუნებულებთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობაც განიხილა. მან იმ ინფრსატრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში დაფინანსდება.

18/06/2013

სამცხე–ჯავახეთში ინტეგრირებული ბანაკების ჩამოყალიბება გრძელდება

ასპინძის საზაფხულო საინტეგრაციო ბანაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ღონისძიება გამართეს. სიმღერები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და ნაკეთობათა გამოფენა  ქალთა ორგანიზაცია „რეა”–ს ორგანიზებით, რაგბის მხარდამჭერთა ლიგისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა … Continue reading

18/06/2013

ახალციხეში სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დატბორა

ძლიერმა წვიმამ ახალციხის ქუჩები დატბორა და მოსახლეობას წყალი სარდაფებში შეუვარდა. ქარმა დანიელაშვილის ქუჩაზე არსებული ხეებს ტოტები მოტეხა და იქვე მდგარი ავტო ფარეხი დააზიანა.

14/06/2013

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე ახალციხეში

,,გავეცნოთ ერთმანეთს უფრო ახლოს”,  ,,ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება”,  ,,ყველა თანასწორია”,   ,,ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები”- მსგავსი ლოზუნგებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ყველა ყველასათვისა” და ტელეკომპანია ,,მე-9 არხის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე … Continue reading

14/06/2013

21 წლიანი უშუქობა სოფელ ფარეხაში

სასმელი წყლისა და ელექტრო ენერგიის არარსებობა, სოფლიდან მოსახლეობის გადინება,  ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხის მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები მძიმე სოციალურ პირობებზე  საუბრობენ.

13/06/2013

გამგეობამ აწყურის დაზარალებული მოსახლეობისათვის ბინის ქირის გადახდა დაიწყო

  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახისათვის გამგეობამ ბინის ქირის გადახდა მაისის თვიდან დაიწყო.  ადგილობრივი  ხელისუფლება მოსახლეობას სამი თვის: აპრილის, მაისისა და ივნისის ქირას, თვეში 150 ლარს გადაუხდის.  … Continue reading

12/06/2013

ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება გაგრძელდება?!

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები. გაზიფიცირების პროცესი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე,  ოქტომბრის თვეში შეჩერდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს: საროსა და ხიზაბავრას,   ბუნებრივი აირი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიეწოდებოდა.

12/06/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე