”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს ახარისხებენ

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობიდან  წიგნების გამოტანა დაიწყეს. ბიბლიოთეკისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს წიგნების გაწმენდასა და დახარისხებაში ადგილობრივი პრობაციონერები ეხმარებიან. საწყობი, სადაც ძირითადად,  რუსული და სომხური ლიტერატურა იყო განთავსებული გაუქმდება.

01/07/2013

თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ

მოძველებული წყალგაყვანილობა, მოშლილი და მოუწერიგებელი საკანალიზაციო სისტემა-ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც თამარაშვილის 41 ა ნომერში მცხოვრებლებს აწუხებთ. მოსახლეობის ამბობს, რომ მოშლილი სისტემის გამო  ფეკალური მასები სარდაფებში ჩადის და ცხოვრება … Continue reading

01/07/2013

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობში სავენტილაციო სისტემა არ დამონტაჟდება

     ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საწყობიდან დღეს წიგნების გამოტანა დაიწყეს. ბიბლიოთეკისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს წიგნების გაწმენდასა და დახარისხებაში ადგილობრივი პრობაციონერები ეხმარებიან. წიგნებს, თავდაპირველად, ახარისხებენ. გადარჩენილებს გამოხდილი წყლისა და … Continue reading

01/07/2013

სხვილისის ბიბლიოთეკიდან წიგნები ახალციხეში გადმოიტანეს

    წიგნები,  რომელიც განადგურების პირას იყო სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკიდან დღეს,  ახალციხეში გადმოიტანეს.  ამჟამად, სახელმძღვანელოები მეექვსე საჯარო სკოლაში ინახება. დირექტორის თქმით, სხვილისიდან წიგნების გადმოტანა სკოლის სახსრებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით … Continue reading

28/06/2013

გასართობი საშუალებების ბიზნესი ახალციხეში

ახალციხის ცენტრალურ პარკში  როგორც უფასო, ასევე ფასიანი  გასართობი საშუალებები არსებობს. მცირე ბიზნესმენები  ველოსიპედებს, მანქანებსა და  ბატუტს აქირავებენ, რის გამოც, ბავშვები და ახალგაზრდები დღის უმეტეს ნაწილს სკვერში ატარებენ.

28/06/2013

სამი დღეა ვალელები სასმელი წყლის გარეშე არიან

ვალის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც დაბაში ამბობენ, დასახლებას სამი დღეა   სასმელი წყალი არ მიეწოდება. ქალაქ ვალის რწმუნებულმა,  ზურაბ ნასყიდაშვილმა ,,ექოსთან” საუბარში განმარტა, რომ პრობლემა დასახლებაში, წყლის რეზერვუარში … Continue reading

27/06/2013

ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა

”ტავრიელი დუხობორების დეპორტაცია საქართველოში და მათი იდენტობა”-ამ სახელწოდების  პროექტის პრეზენტაცია  26 ივნისს  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა, რომელიც  ზაზა დარასელის ჯურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის ფონდის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ვებგვერდი … Continue reading

27/06/2013

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს

ახალციხის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

27/06/2013

რჩევები დამწყებ ბიზნესმენებს

როგორ დავიწყოთ ბიზნესი და როგორ გავხადოთ ის მომგებიანი, რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ და როგორ დავძლიოთ კონკურენცია -ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში ტრენინგ-შეხვედრა მოეწყო.

26/06/2013

შშმ პირების საკითხების გაშუქება მედიაში და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია

კახეთის დასასვენებელმა კომპლექსმა „ლოპოტამ”  საქართველოს მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სემინარებზე, რომელიც  ორი დღის   მანძილზე მიმდინარეობდა ჟურნალისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მიმართ საზოგადოებაში გავრცელებულ ტერმინებზე იმსჯელეს.

25/06/2013

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი ახალციხეში

ICCN–მა საქართველოს სამი რეგიონის ჟურნალისტებისათვის ახალციხეში ტრენინგი გამართა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სპეციალისტებთან ერთად, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.  

23/06/2013

ინკლუზიური ტურიზმის განვითარება ასპინძიდან იწყება

საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება იწყება. ამასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები დაბა ასპინძაში გადაიდგა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ბანაკია განლაგებული. აღნიშნული ბანაკი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა და მენტალობის პრობლემის … Continue reading

22/06/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე