მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად მეგობრებმა აქცია გამართეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. 21წლის მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად მეგობრები გაერთიანდნენ. მათ ქალაქის მაშტაბით მსვლელობა მოაწყვეს. გარდა ამისა ყუთები მაღაზიებშიც მოათავსეს.
“გადაწყვეტილება შენზეა”
“გადაწყვეტილება შენზეა” – ამ სახელწოდების შეხვედრა, დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ორგანიზებით მოეწყო, რომლის მთავარ მიზანს სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა წარმოადგენს.
იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებით ქართული მხარე კმაყოფილია
იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებით ქართული მხარე კმაყოფილია. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლი საქართველოდან გამგზავრებულმა ჯგუფმა მოინახულა. ექსპერტებმა ბოლო პერიოდში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე შეაფასეს და მეზობელი ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე და … Continue reading
ახალციხეში წერა–კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ–მესხთა კავშირში“ წერა-კითხვის ცოდნისა და წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ორგანიზაციასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარმოადგინეს.
ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით მეცნიერული ანალიზი განხორციელდება
ხე-ტყის დამზადება, მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობები, ეკოსისტემის მოვლის, დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების მიმდინარეობა– ამ და გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელებმა და … Continue reading
ბორჯომს გიორგი მარგველაშვილი და კახა კალაძე სტუმრობენ
კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბორჯომს სტუმრობენ. ისინი ადგილობრივებს ქალაქის ცენტრში შეხვდნენ. გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, საზოგადოების პრობლემები პირადად … Continue reading
მამუკა ნასიძის ბრალდებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ
შ.პ.ს. “ლაბა პლუსის” ხელმძღავანელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტრაქტორის მითვისებაში ადანაშაულებს. აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ, რომ ამ ტექნიკასთან “ლაბა პლუსს” კავშირი არ აქვს. აღნიშნული ტრაქტორი ოფიციალურად სამხარეო რწმუნებულის აპარატმა თვითმართველობას მთებში მისასვლელი … Continue reading
ახალციხელმა მილიონერმა კუთვნილი ჩეკი მიიღო
ახალციხელ მილიონერს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს სიმბოლური ჩეკი გადასცეს. 30 აგვისტოს ჯეკპოტი 1 293 279 ლარი გათამაშდა, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა სარქის გრიგორიანმა მოიგო. იგი ოჯახთან ერთად უკვე წლებია მცირე ბიზნესს … Continue reading
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე დღეს მუშები გაიფიცნენ. სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა ხელფასები არ მიუღიათ, ხელმძღვანელობა კი აღნიშნულ საკითხზე მათთან არ საუბრობს.
სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადამამუშავებელი ქარხანა შენდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პამაჯში მზესუმზირის გადასამუშავებელი ქარხანა აშენდება. ახალი ქარხანა კერძო ინვესტორის ინიციატივით შენდება და მასში ორმოცდაათამდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. სამუშაო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა დაათვალიერა. … Continue reading
ჯაყელის ქუჩაზე რეაბილიტაციის პროცესი იწყება
ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის ,,ქალები ირჩევენ” ფარგლებში, ტელეკომპანია ,,მე-9 არხის” ეთერში გასული გადაცემის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თანხა გამოყო. საინფორმაციო ჯგუფი აღნიშნული საკითხით რამდენიმე თვის … Continue reading
სამცხე-ჯავახეთს ძლიერი სტიქია არ ემუქრება
4 სექტემბრიდან სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ძლიერ წვიმასთან ერთად მოსალოდნელია წყალდიდობაც.



You must be logged in to post a comment.