სახანძრო–სამაშველო სამსახურებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცათ
საგზაო კატასტროფების შემთხვევისას მგზავრთა უსაფრთხოდ გამოყვანისათვის პოლონელმა კოლეგებმა ქართველ მეხანძრეებს ტრენინგები ჩაუტარეს და ახალი ტექნიკით სარგებლობა ასწავლეს. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალციხელებთან ერთად კურსები ადიგენისა და ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმაც გაიარეს.
„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას! “
„გაუფრთხილდი შენ თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი ყველას! „ ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და ეკო კლუბის წევრებმა … Continue reading
ნდობის თვალსაზრისით “მეცხრე არხი” რეგონულ მაუწყებლებს შორის პირველ სამეულშია
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რეგიონულ მედიაზე კვლევის შედეგებს აქვყენებს. მათ შორის მოხვდა ახალციხის „მეცხრე არხი”, რომელსაც რეიტინგით, რეგიონულ ტელევიზიებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ნდობისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პროცენტულად … Continue reading
თეა წულუკიანი: ,,მზად ვარ ჭელას მოსახლეობას შევხვდე”
პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, სოფელ ჭელას მოსახლეობასთან შეხვედრა საჭიროა, – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ჭელას მკვიდრთა განცხადებას, რომლებიც პრემიერსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ,,შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ, ასე იყო სანამ … Continue reading
ჭელის მოვლენებით კავკასიური მედია დაინტერესდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენებით ევროკავშირისა და კავკასიური მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაჰმადიანურ მოსახლეობას შეხვდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მართმადიდებლური მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა კი … Continue reading
ქულების დაწერა, თუ რეგიონში სიტუაციის დაძაბვა?
ორგანიზაცია „ჯავახკის” ყოფილი წევრი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურ ენას რეგიონული სტატუსი უნდა მიენიჭოს, გაიხსნას ახალი სომხური სკოლები და სადავო ეკლესიები სომხეთის საპატრიარქოს გადაეცეს. ვაჰაგან ჩახალიანი … Continue reading
ახალციხის ბაღებში მონიტორინგი განხორციელდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისათვის” წარმომადგენლებმა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მონიტორინგი განახორციელეს. ორგანიზაციის წევრებმა კვების რაციონი, სველი წერტილები, სამუშაო ოთახები დაათვალიერეს და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს გაესაუბრნენ.
,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“
ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქცია ხვალ აბასთუმანში გადაინაცვლებს, სადაც მონაწილეები პარკის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.
უფასო იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობისათვის
იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ ორგანიზაციის ადვოკატებთან ერთად ადგილობრივების კითხვებს უპასუხა და მათ იურიდიული დახმარება ადგილზე გაუწია.
ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში სამცხე-ჯავახეთის ვეტერინართა ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. ასოციაციის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. გარდა ამისა მათ შესაბამისი აღჭურვილობა და სამოსიც დაურიგდათ.
ხანძრის შედეგად, უდეში, 6 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
ხანძარი ადიგენის მუნიციპალიტეტში. სოფელ უდეში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ელიზბარ მერაბიშვილის 6 სულიანი ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა. საცხოვრებელი სახლს ცეცხლი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში … Continue reading
ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართება
20 სექტემბერს 11:00 საათზე ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდება. აქციის მიზანი საცხოვრებელი გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა წარმოადგენს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აქცია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო … Continue reading



You must be logged in to post a comment.