”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფერსაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში  სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რეგიონულ მედიას ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკრიტიკებს

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა და ქალაქის ყოფილმა მერმა, მედიაკავშირ ,, ობიექტივის“ ეთერში, წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი, რეგიონული მედიის კრიტიკით დაიწყო.

,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,“ ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ”სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა. თემურ ლურსმანაშვილი  პარტიიდან წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ პლადფორმას შეუერთდა.

ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდა ამომრჩევლების კითხვებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.

ბაკურიანში ფეკალური მასა სანიაღვრე არხში მოედინება

ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური მასა გზაზე ღიად მოედინება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში გერბი და დროშა ვერ შეარჩიეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამუშაო ჯგუფმა სიმბოლიკის ესკიზი მესამედაც დაიწუნა.  გერბისა და დროშის შესარჩევად კომისია კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ვალეში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ.

ახალციხის ციხე ახალგაზრდებს დღეს უფასოდ უმასპინძლებს

დღეს ახალციხის ციხის დათვალიერება, 29 წლამდე ასაკის მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ამ აქციით, კომპლექსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და … Continue reading

ახალციხეში უფასო სასწავლო კურსები იხსნება

სასწავლო ცენტრი „ბიზნეს სისტემა“ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების ინიციატივით გაიხსნება. ორგანიზაცია „თანადგომა შვილებს“,  ადგილობრივების სასწავლებლით დაინტერესებას შეეცდება.

პრემიერ მინისტრმა ბორჯომის ისტორიული პარკი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკს ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გირგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში ატრაქციონი – ე.წ. „ტობოგანი“ გამოსცადა

დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე