”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ეკონომისტთა ასოციაციის რეკომენდაციები ბიუჯეტის საკითხებზე

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა დღე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს, რომელსაც სტუდენტები და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ.

24/10/2013

ქალის როლი საზოგადოებაში

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ფემინისტ ქალთა გაერთიანების წარმომადგენლები და ჩართულობის ცენტრების ხელმძღვანელები ეწვივნენ. მათ ახალციხელ ქალბატონებთან შეხვედრა გამართეს და საცზოგადოებაში ქალის როლზე ისაუბრეს.

24/10/2013

სოციალურად დაუცველ სამ მოსწავლეს სასურსათე პაკეტი გადაეცა

ახალციხეში სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სამოქალაქო კლუბის წევრებმა აქცია მოაწყეს.

23/10/2013

ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესზე იმსჯელეს

რა არის აივ ინფექცია? როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას? რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება ადრეულ ქორწინებას – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში განიხილეს. შეხვედრას მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სამცხე-ჯავახეთის … Continue reading

23/10/2013

ყოფილი პატიმრების ნამუშევართა გამოფენა ახალციხის ციხეში

„გისოსებს გარეთ”- ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მას სხვადასხვა სამთავრობო და არსამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე  მსურველებს საშუალება ჰქონდათ  მონაწილეთა ნამუშევრები შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვა … Continue reading

23/10/2013

ვარძია შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში იყოს

ვარძია შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში იყოს- ამის გასარკვევად მსოფლიოს 15 ქვეყნის 40–მდე მეცნიერი ვარძიაში იმყოფებოდა. გეოლოგებმა, გეოგრაფებმა და არქეოლოგებმა იუნესკოს ეგიდით განხორციელებული პროექტის ფარგლებში საველე მოგზაურობა მოაწყვეს და სამცხე–ჯავახეთში არსებულ … Continue reading

21/10/2013

საძოვრების პრობლემა სამცხე–ჯავახეთში

შემცირებული წველადობა, ნიადაგის ეროზია, დაზიანებული რელიეფი, მეწყერული ზონები — ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც  გადაძოვების შედეგად წარმოიქმნება. მცირემიწიანი სოფლების მცხოვრებლები საძოვრების უკმარისობის გამო პირუტყვს ერთსა და იმავე ადგილას აბალახებენ. … Continue reading

16/10/2013

სომხეთში რეგიონული კონფერენცია გაიმართა

სომხეთში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ქალაქ სტეფანოვანში ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. კონფერენციას ორივე ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

16/10/2013

არასამთავრობო ორგანიზაციამ “ყველა ყველასათვის” 6 პირს ეტლი გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  დღეს გადაადგილებისთვის საჭირო ეტლები დაარიგეს. სამოქალაქო სექტორის წევრთა განმარტებით, მათ დონორი ორგანიზაცია მოიძიეს, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის … Continue reading

14/10/2013

“ინტერნიუსის” კვლევის მიხედვით “მეცხრე არხი” მოვლენებს ობიექტურად აშუქებს

“საინფორმაციო გამოშვებების სიუჟეტები დაბალანსებული იყო, ჟურნალისტები მოვლენებს მიუკერძოებლად, საკუთარი შეფასებების გარეშე, მოკლედ და ამომწურავად აშუქებდნენ. ყველა სუბიექტის შემთხვევაში, პირდაპირი საუბარი სჭარბობდა ირიბ გაშუქებას“– ენდიაის შემდეგ, ახალციხის ტელევიზიაზე  კიდევ ერთი დასკვნა … Continue reading

10/10/2013

საშეშე მერქნით მოსახლეობის სრული მომარაგება ვერ ხერხდება

ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მუნიციპალიტეტის საშეშე მერქნით მომარაგება აქტუალური საკითხი გახდა. გაზიფიცირების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეშით თბება, ადგილობრივებმა საშეშე მერქნის მომარაგებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. რეგიონულ სატყეო სამმართველოში აცხადებენ, რომ … Continue reading

10/10/2013

“შეღავათიანი აგროკრედიტით” რეგიონში 10 საწარმოს მშენებლობა დაფინანსდა

,,შეღავათიანი აგროკრედიტი” სამცხე-ჯავახეთში – სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე 154 პროექტი დაფინანსდა. მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციისათვის მოსახლეობას საშუალება აქვს სესხი შეღავათიანი პროცენტით აიღოს.

10/10/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე