რატომ ვერ იმარაგებს ახალქალაქის მოსახლეობა საშეშე მერქანს?
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საშეშე მერქნით მომარაგება ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა. გაზიფიკაციის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შეშით თბება, თუმცა ადგილობრივებს საშეშე მერქნის მომარაგება ჯერ არ დაუწყიათ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში … Continue reading
რაბათის განვითარების მეორე ეტაპი გაზაფხულზე დაიწყება
რაბათის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა გაზაფხულიდან დაიწყოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საპროექტიო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მოსახლოების 50% ვერ ჩაერთო
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში მოსახლეობის 50% ჩართული არ იყო – ეს დასკვნა საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ-მესხთა კავშირმა” წარუდგინა. კვლევის პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ სკოლას უსაფუძვლო ბრალდება წაუყენა და მოსწავლეთა მოწამვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
სიმულაციური წვრთნები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების შემოწმება
იმიტირებული წვრთნები ახალციხის მუნიციპალიტეტში. წვრთნებისა და ტრენინგების შემდეგ, ამჯერად ახალციხის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად შეამოწმეს და სოფელ სვირის გზაზე იმიტირებული ავარია მოაწყეს.
ხერთვისის მოსახლეობა ისევ იმ წყლით სარგებლობს, რომელშიც ბაქტერიის ჩხირები დაფიქსირდა
ხერთვისში A ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ოფიციალურად 27 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეპიდემიის გავრცელების შემდეგაც კი სოფელში მოსახლეობა სასმელად იმ წყალს მოიხმარს, რომელშიც ბაქტერიული ჩხირები დაფიქსირდა.
21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა
21 ნოემბერი მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღეა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს მიიღო, ამავე წელს პირველად, მსოფლიო სატელევიზიო ფორუმის ჩატარების ნიშნად.
აწყურისა და ხერთვისის ციხეების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო
სამ უძველეს ნაგებობაზე – აწყურის, ხერთვისისა და ბებრის ციხეებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძეგლებზე ისეთი უბნების გამაგრება ხდება, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე ავარიულია.
მესხური ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მესხური ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას, ცეკვა „ხორუმს“ და საბავშვო ლიტერატურულ ჟურნალ „დილას“ მიენიჭა, . გურამ ოდიშარიას … Continue reading
ასპინძის ქუჩის მოსახლეობა 34-ე კორპუსის წინ მდებარე ეზოს მოპირკეთებას მოითხოვს
ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზის მოსფალტება დაიწყო. თუმცა 34-ე კორპუსის მცხოვრებლები უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პროექტის თანახმად მხოლოდ კორპუსამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. მოსახლეობა 34-ე კორპუსის წინ … Continue reading
ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლე შესაძლოა გასხვისდეს
როგორ გადაწყდება ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ბედი – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასრულებისთანავე ეს თემა აქტუალური გახდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება ვრცელდება. ვის საკუთრებაშია ამ დროისათვის რუსეთის სამეფო … Continue reading
საყოველთაო დაზღვევას უკმაყოფილო მომხმარებლები ჰყავს
როგორ მიმდინარეობს საყოველთაო დაზღვევა, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადაზღვეო პაკეტის მოხმარებისათვის გაკეთებულ ათასობით მოთხოვნას შორის, უკმაყოფილების გამომხატველი განცხადებებიც შედის. სარგებლობს თუ არა მოსახლეობა … Continue reading



You must be logged in to post a comment.