”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელებმა 2013 წელი შეაფასეს

განვლილი 2013 წელი ახალციხელთა აზრით, მნიშვნელოვანი, ძირითადად, პოლიტიკური თვალსაზრისით იყო. საზოგადოების უმეტესი ნაწილი წლის მნიშვნელოვან მოვლენად 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს, რის შემდეგაც საქართველოში კოჰაბიტაციური მმართველობა დასრულდა.

30/12/2013

ახალციხის სასულიერო სემინარიაში დიპლომების დაცვა გაიმართა

გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სასულიერო სემინარიაში დიპლომების დაცვა გაიმართა. სასწავლებლის 8 სტუდენტმა სხვადასხვა მასალაზე შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა. ახალგაზრდების ხატწერის, მინაქარზე მუშაობის, ქვაზე და ხეზე კვეთის ოსტატობა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა … Continue reading

30/12/2013

სოფელ აწყურში ბაგა-ბაღი გაიხსნა

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ აწყურში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან 120 აღსაზრდელი სკოლაში მისვლამდე სხვადასხა უნარჩვევებს დაეუფლება. დაწესებულების მენეჯერის თქმით, საბავშვო ბაღში ადგილობრივებიც დასაქმდებიან. … Continue reading

27/12/2013

ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები განიხილეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წლის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა. აღმასრულებელი ორგანოს პირველმა პირმა მოადგილეებთან და რწმუნებულებთან ერთად ტერიტორიულ გაერთიანებებში განხორციელებული პროექტები განიხილა.

27/12/2013

დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა კომპენსაციის მისაღებად განცხადება 2014 წლის 1–ელ იანვრამდე უნდა დაწერონ

ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა, ყოველთვიური კომპენსაციის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ.

26/12/2013

დევნილებსა და უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს პროდუქტი გადაეცათ

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს დღეს წინა საახალწლოდ საჩუქრები გადასცა. 1ტომარა ფქვილი, 5 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი და ტკბილეული 225-მა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან 77 … Continue reading

26/12/2013

,,თოვლის ფეხსაცმელი” ბორჯომ–ხარაგაულის პარკში

2014 წლიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებს ზამთრის აქტივობებს შესთავაზებს. დაცული ტერიტორიის დათვალიერება ტურისტებს სპეციალური ფეხსაცმლის საშუალებით შეეძლებათ. ახალი სერვისი ტყე–პარკში უკვე გამოიცადა.

26/12/2013

აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება

აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ციხე–სიმაგრის აღდგენა–გამაგრებითი სამუშაოების განახლება გაზაფხულიდან იგეგმება. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდა.

26/12/2013

“მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი საუკეთესო რეპორტაჟისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. გარბმა რეგიონის ჟურნალისტებს თბილისში უმასპინძლა და ისინი საუკეთესო რეპორტაჟის მომზადებისთვის დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთა შორისაა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თიკო კურტანიძე … Continue reading

26/12/2013

მთავარი პროკურატურა ივანე მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეცხრე არხი” უცვლელად გთავაზობთ” “25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმის განხილვისას, აჭარის … Continue reading

26/12/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა

ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიამ განცახდებების შესწავლა დაიწყო. პირველი სხდომა 14:00 საათზე ჩატარდა, რომელსც კომისიის 9 წევრიდან მხოლოდ 7 დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით 2 წარმომადგენელი საპატიო მიზეზის გამო განაცხადების განხილვისას ვერ … Continue reading

25/12/2013

რეორგანიზაცია თუ პირადი ანგარიშსწორება ბორჯომის გამგეობაში

ბორჯომის მინიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე აღმასრულებელი ორგანოს პირველ პირს უპირისპირდება. გიორგი გიუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ბინძური კამპანია განხორციელდა.

24/12/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე