ახალციხის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
10 და 11 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. აწყურის, ტყემლანის, წრიოხის, თისელისა და გურკელის მოსახლეობა 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრო–ენერგიით ვერ ისარგებლებს.
ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხეში ძლიერი ყინვების გამო დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. პროცესს დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკვირდა. ახალციხის რწმუნებულთან ერთად ოლეგ სანდროშვილმა ყველა ის ქუჩა მოინახულა, სადაც საკანალიზაციო და … Continue reading
რატომ მიიღო მოსახლეობამ ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი?
ადგილობრივები ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადზე ჩივიან. მოსახლების ნაწილი ამბობს, რომ გამოყენებული აირის საფასური იანვრის თვის ქვითრებში, თითქმის გაორმაგებულია. თუმცა, ახალციხის გაზმომარაგების კომპანიაში გაზრდილ გადასახადს თავიანთი არგუმენტებით ხსნიან და აცხადებენ, რომ … Continue reading
გამგეობის საპრეტენზიო კომისიაში 8 განაცხადი შევიდა
ახალციხის თვითმმართველობაში საპრეტენზიო კომისიამ განაცხადების განხილვის მეორე ეტაპი დაიწყო. კომისიის წევრთა თქმით ამ ეტაპზე 8 განცხადებაა შესული. არარატ ჩახოიანმა, მეგი კაჭკაჭაშვილმა, ეკა ტატალაშვილმა, ავთო თელიაშვილმა, ბესიკ მიქელაძემ, შოთა შენგელიამ და … Continue reading
ახალციხე – თვითმმართველი ქალაქი
ახალციხე თვითმმართველი ქალაქების რიცხვში- 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. ახალი სტატუსი 7 რეგიონულ ცენტრთან ერთად ახალციხემაც მიიღო. ამიერიდან, აქ არსებული პრობელემების მოგვარებაზე მერი იზრუნებს, რომელსაც პირდაპირი … Continue reading
ბაკურიანში კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის გზები განიხილეს
წითელი ჯვრის საზოგადოება მესამე რეგიონულ შეხვედრას მართავს. ორგანიზაციის წევრები კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე მსჯელობენ. პროექტში საქართველოს გარდა 5 ქვეყანაა ჩართული. შეხვედრა სამდღიანია და 7 თებერვალს დასრულდება.
მალხაზ გიქოშვილი: ,,4 წელი სკამზე ჯდომას ყველა შეძლებს, მაგრამ საქმის გაკეთება ყველას არ შეუძლია”
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მოსახლეობის განწყობა– მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ მაცხოვრებლებმა საკუთარი არჩევანი ფარული კენჭისყრით დაადასტურეს, მუნიციპალიტეტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არაერთი ცვლილება განხორცილედა. სიახლეები იგეგმება თავად … Continue reading
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ჩივილს აპირებენ
ახალციხის თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სამსახურის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები-დღეს ადგილობრივ ხელისუფლებაში საჯარო მოხელის კონკურსში გასული მონაწილეები თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნენ. ვაკანსიათა უმრავლესობაზე კვლავ თვითმმართველობის თანამშრომლები დარჩნენ , რიგ პოზიციაზე კი … Continue reading
ძლიერი ყინვის გამო უწყლოდ დარჩენილი სოფლები
ძლიერი ყინვა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფლის მოსახლეობა– საკითხთან დაკავშირებით დღეს გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე იმსჯელეს. რამდენად მიეწოდება სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი და რომელ ტერიტორიულ ორგანოში შეიქმნა პრობლემა, … Continue reading
ახალციხის ბაზარში ხორცი შესაძლოა გაძვირდეს
ახალციხის ალფა მარკეტში შესაძლოა ხორცზე ფასებმა იმატოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამსახურის გაფრთხილებამ იმის შესახებ, რომ ბიზნესოპერატორებმა ფორმა #2 უნდა წარადგინონ, მოვაჭრეებში პროტესტი გამოიწვია, რადგან მათ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება მუნიციპალიტეტში … Continue reading
შსს–ს მონაცემებით, იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2014 წლის იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარი 319 499 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე … Continue reading
რამინ ზაზაძე: “სამსახურიდან აქციის ორგანიზების გამო გამათავისუფლეს”
„ფარავანი ჰესის“ თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამინ ზაზაძეს, რომელიც მძღოლად მუშაობს, 31 იანვრის შემდეგ დაცვა ჰესის ტერიტორიაზე აღარ უშვებს. როგორც მას განუმარტეს, ამის შესახებ სიტყვიერი დავალება მშენებლობის ინჟინერმა გასცა. „ფარავანი ჰესის“ … Continue reading



You must be logged in to post a comment.