ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში რეგიონის ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს
არასამთავრობო ორგანიზაცია” მოქალაქე”–ს დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის ჟურნალისტებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.
ბიძინა ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” ახალციხეში აქციით დახვდა
“ვანო ბიძინას პირადი პატიმარია”, “წადი, ბიძინა, წადი!” “ბიძინა ქვეყნის სირცხვილი” – ამ ტრანსფარანტებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში საპროტესტო აქცია გამართეს.
მოხისა და ჭელის მოსახლეობას საჯარო ლექცია ჩაუტარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის სოფლებში საჯარო ლექციები ჩაატარა.
სოფელ სხვილისში, ახალი სკვერი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, სოფელ სხვილისში სკვერის რეაბილიტაციას გაეცნო. სკვერის ტერიტორია ტერასული ტიპისაა. ისინი ერთმანეთს კიბეებითა და შშმ პირებისათვის გათვალისწინებული პანდუსებით უკავშირდება.
ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა დაიწყო
15 სექტემბერს 2016–17 სასწავლო წელი დაიწყო. საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სწავლა ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში განახლდა.
საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, ვარძიიდან იწყება
ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია.
ვარძიის დათვალიერება შშმ პირებს სრულყოფილად შეეძლებათ
საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
“მესხეთიდან ევრო–ბაზრამდე” (სომხური ტიტრებით)
გზა, რომელიც მესხურმა პროდუქტმა ევროპულ ბაზრამდე უნდა გაიაროს. ევროპული სტანდარტები და პერსპექტივები. მესხი ფერმერების ევროპული სამზადისი. როგორია ქართული პროდუქტი დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას ფერმერული მეურნეობა – “მეცხრე არხის” … Continue reading
საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ
საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ. 85 წლის ჟაკ პაპზოვი შვილთან ერთად ქალაქს იმ იმედით ესტუმრა, რომ მისი გვარის წარმომავლობას გაარკვევს და ადგილობრივ ნათესავებს გაიცნობს.
“საარჩევნო კომიქს–კარვები” ადიგენში
ადიგენში „საარჩევნო კომიქს–კარვები“ მოეწყო. მოხალისეებმა მოსახლეობას კომიქსები დაურიგეს, სადაც მოთხრობილია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ.
არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად, წნისში სასმელი წყალი არ აქვთ
წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს. წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.
მესხური ტენილი ყველის ევროპული პერსპექტივები
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა.



You must be logged in to post a comment.