საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც 2012 წელს გადაიხურა, შემოწმდება
კოსტავას ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული სახურავი შეკეთებულია. სამუშაოები იმ კომპანიამ შეასრულა, რომელმაც სახურავის მონტაჟი 2012 წელს საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ძლიერი ქარი 1 მაისს იყო, რამაც ხუთ სართულიანების სახურავის ნაწილი … Continue reading
4 პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 000 ლარი გამოიყო
15 ივნისის არჩევნების შემდეგ ახალციხე ორ ნაწილად გაიყოფა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამასთან დაკავშირებით მზადება უკვე მიმდინარეობს. პროექტები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქისთვისა და მუნიციპალიტეტისთვის მზადდება, საინვენტარიზაციო აღწერა, რომელიც ადგილობრვი ხელისუფლების ბალანსზე არსებულ ქონებას … Continue reading
შსს–ს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით 2014 წლის აპრილში 390 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით … Continue reading
სოფელი დვირი სასმელი წყლით 24 საათის განმავლობაში მომარაგდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ დვირის მოსახლეობას 24 საათაინი წყალმომარაგების სისტემა ექნება. დღეს სოფელში წყალასაცავი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. სამუშაოებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო, რომელიც წყალსაცავის მონტაჟს მოხმარდა.
“IDS ბორჯომი საქართველომ” ახალი ბრენდი – “მიტარბი” გამოუშვა
კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ბრენდების პორტფელს აფართოებს და ახალი მინერალური წყლის „მიტარბის” ჩამოსხმას იწყებს. „მიტარბის” წარმოება ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში მიმდინარეობს. პროდუქტის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე 29 აპრილს დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტის … Continue reading
გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, მწყობრიდან გამოსული წყალგაყვანილობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა–ეს ის პრობლემებია, რომელიც ახალციხეში, გურამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს აწუხებთ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სასმელად დაბინძურებული წყლის გამოყენება უწევთ. ადგილობრივები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გადახურული კორპუსების კიდევ ერთი დაზიანებული სახურავი
სტიქია კოსტავას ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა 5 სართულიან შენობას სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევა 1 მაისს, დაახლებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა გადასახური მასალა ეზოში გადაყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. თუმცა … Continue reading
ძლიერმა ქარმა ახალციხეში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა, ახალციხეში კოსტავას ქუჩის 184–ნომერში მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ სახლს, სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა გადასახური მასალა ეზოში გადაყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. … Continue reading
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ და და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. 9 აპრილის ქუჩაზე ორი … Continue reading
შერჩეული კანდიდატები სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ
სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა კონკურსი დასრულდა. 5 კაციანმა კომისიამ 25 ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ 22 პირი შეარჩია. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი და უფროსი სპეციალისტების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის … Continue reading
მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმის ზრდა მოსალოდნელია
საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ შრომისუნარიანმა ადამიანმა არსებობა შეძლოს, მინიმუმ 150 ლარი საკმარისია. აღნიშნულ მონაცემის მიხედვით, საარსებო მინიმუმში ყველაზე დიდი პროცენტული წილი … Continue reading
ახალციხეში ერთი პრობაციონერი დასაქმდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ახალციხეში კიდევ ერთი მსჯავრდებული დასაქმდა. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ჯავახეთის პროფესიულ კოლეჯში პრობაციონერი მ. ბ –მ მუშაობა ლაბორანტის პოზიციაზე დაიწყო. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარს … Continue reading



You must be logged in to post a comment.