”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ალექსი პეტრიაშვილი: “ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ მოხდება”

ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე  ხელმოწერასთან დაკავშირებით  სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველ პირებს შეხვდნენ. მათ საქართველოსა და ევროპას შორის  ურთიერთობაზე ისაუბრეს  და ის კითხვები გააჟღერეს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებასთან … Continue reading

27/05/2014

რუსეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება

რუსეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება. ორი ქვეყნის მოლაპარაკებების შედეგად, გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს რამდენიმე სახეობის ხოლ–ბოსტნეული ემატება.

26/05/2014

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებებით აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ახალციხეში დღეს არაერთი ღონისძიება გაიმართა.  სპორტული და კულტურული ღონისძიების პარალელურად თამარაშვილის ქუჩაზე  სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

26/05/2014

პრემიერ–მინისტრი სოფელ საროს მოსახლეობას სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას დაპირდა

 “პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა. ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება და სამუშაო ადგილების გაჩენა არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა. ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია მეწარმეობის განვითარებისკენ“, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა … Continue reading

24/05/2014

პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე შშმ პირებს ტრენინგები უტარდებათ

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს მათთვის პოლიტიკური და სამოქალაქო  უფლებების გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრის ორგანიზატორი „მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის … Continue reading

23/05/2014

ასპინძის მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგად 1 343 000 ლარი იზარალა

  ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა უკვე დათვლილია. როგორც გამგებლის მოადგილე “მეცხრე არხთან”  განმარტავს ზარალის ოდენობამ 1 343 000 ლარი შეადგინა. ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში  ოქმები შედგება, … Continue reading

23/05/2014

ბორჯომში ყირიმ-კონგოს ცხელებით ორი ადამიანი დაინფიცირდა

     ბორჯომში მწვავე ვირუსული დაავადების ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა.ტელეკომპანია “ბორჯომის” ინფორმაციით, სოფელ დვირში ამ დროისთვის ორი ადამიანია დაინფიცირებული, ორივე მათგანი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი. ინფექცია საქონლის ტკიპის ნაკბენით გავრცელდა. ბორჯომის … Continue reading

20/05/2014

ადიგენში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარამდე შეადგინა

     ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარი შეადგინა. წყალდიდობის შედეგი სპეციალურმა კომისიამ ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის კუთხით შეისწავლა. კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მუნიციპალიტეტმა 85 000 ლარით იზარალა. … Continue reading

16/05/2014

ადიგენმა სოფლის მეურნეობის კუთხით 39 000 ლარამდე იზარალა

    ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაადგინეს. მთლიანობაში სასოფლო–სამეურნეო ნათესები დაახლოებით, 4,5 ჰექტარ ფართობზე განადგურდა.  ადიგენის გამოგეობაში შექმნილი კომისიის წარმომადგენლის გურამ ბოჩიკაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის … Continue reading

16/05/2014

ტარიელ ლონდარიძის განცხადება სტიქიასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი

ასპინძისა და ადიგენის   მუნიციპალიტეტებში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან. დაბებსა და სოფლებში გამგეობის თანამშრომლები დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვას აწარმოებენ. პარალელურად მიმდინარეობს ქვა-ღორღისაგან  გზების გაწმენდა.

15/05/2014

არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები მოვალეობის შემსრულებლად აღარ ჩაითვლებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან. ცვლილება, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში აისახება, ძალაში15 ივნისის შემდეგ შევა. აღნიშნულს ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და … Continue reading

14/05/2014

ასპინძაში ზარალს სამინისტროს წარმომადგენლებიც ითვლიან

    ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ითვლიან. მათთან ერთად ზარალის შესასწავლად იმყოფებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც. სამინისტროს წარმომადგენლები … Continue reading

14/05/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე