”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” – „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის“ პროექტი დასრულდა

„ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!“ – ასე ჰქვია „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის“ პროექტს, რომლის დახურვაც დემოკრატ ქალთა საზოგადოების ოფისში გაიმართა. მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს.  „ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!“ საგანმანათლებლო ტიპის … Continue reading

13/06/2014

ცნობიერების ამაღლების კვირეული ახალციხეში

,,ცნობიერების ამაღლების ეროვნული კვირეული ახალციხეში“ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით დღეს რაბათის ისტორიულ კომპლექსში ღონისძიება გაიმართა. იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის, ,,ტემპუსის“ ფარგლებში განხორციელდა. 

13/06/2014

სტიქიის შედეგები ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში

სტიქიის შედეგები სამცხე-ჯავახეთში – ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნი  ზიანი მიაყენა. ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის  დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ამ დრომდე ელოდება.

12/06/2014

ყველაზე მოთხოვნადი და ნაკლებად გაყიდვადი პროდუქტები

რომელია ყველაზე გაყიდვადი და ნაკლებად გასაღებადი პროდუქტი? “მეცხრე არხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის სავაჭრო ობიექტებში გამოკითხვა ჩაატარა. მოვაჭრეთა  ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტის შემოტანა კლიენტის ინტერესებზეა გათვლილი და შესაბამისად მათთან ყველაფერი იყიდება. … Continue reading

09/06/2014

,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ მიერ ინიცირებულ საკითხს საკრებულომ მხარი არ დაუჭირა

,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ მიერ ინიცირებულ საკითხს ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობაში მარტის თვეში შეიტანა, საკრებულოს მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას გულისხმობდა.

09/06/2014

ახალციხეში ანსამბლ „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება

    ახალციხეში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, „მესხეთს“ დაარსებიდან  60 წლის … Continue reading

09/06/2014

ბორჯომს სტიქიამ უკვე მეორედ შეუტია

ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტიქიამ უკვე მეორედ შეუტია. ძლიერი წვიმა და სეტყვა 7 ივნისს ღამით დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო ე.წ. მდინარე ცოფიანი ღელე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.  ქვა–ღორღმა ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა.  ტელეკომპანია … Continue reading

08/06/2014

გარემოს დაცვის მინისტრმა ბორჯომში 2008 წელს გადამწვარი ტყის ფართობი მოინახულა

ბორჯომში გამართულ ღონისძიებებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში – ნილს სკოტი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბორჯომის … Continue reading

07/06/2014

ბორჯომში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა

ბორჯომის 4 სოფელში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელმაც სავარაუდოდ  მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპალიტეტში მოშლილ ინფრასტრუქტურასთან ერთად,  სტიქიამ  მნიშვნელოვანი ზიანი სასოფლო სამეურნეო სავარგულებსაც მიაყენა. მთლიანად მოშლილია სასმელი წყლის სისტემა, სოფელ … Continue reading

06/06/2014

“ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზე” – დასუფთავების აქცია “ქართული ოცნების” ორგანიზებით

“ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზე” – ამ სლოგანით კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დღეს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოაწყეს.  ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

05/06/2014

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში სტიქიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2 საათიან ძლიერ წვიმას თან სეტყვაც ახლდა. წყალდიდობის შედეგად კალაპოტი შეეცვალა მდინარე საკირულას, რომელმაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები, ნათესები და საქონლის სადგომები დატბორა. … Continue reading

04/06/2014

წნისში გზის მშენებლობის გამო სახლი ინგრევა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მცხოვრები ეთერი დევაძე დახმარების მოლოდინშია. მისი სახლი ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს . სოფელ წნისის მკვიდრი კი ირწმუნება, რომ საცხოვრებელი … Continue reading

04/06/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე