“მესხურ ფესტივალს” საზოგადოებისთვის ცნობილი ადმიანები აფასებენ
„მესხურ ფესტივალს” საზოგადოებისთვის ცნობილი ადმიანები აფასებენ. ისინი ტელეკომპანია „მეცხრე არხს” საკუთარ შეხედულებებს უზიარებენ. ასევე, სთავაზობენ მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს ფესტივალი, რომ ნებისმიერი ადამიანის დაინტერესება მოიპოვოს.
ბადრი თამაზაშვილი: „მესხეთში, როგორც რუსთაველის სამშობლოში ყველაფერი ლექსით უნდა დაიწყოს”
როგორი უნდა იყოს „მესხური ფესტივალი” – ამ კითხვით ტელეკომპანია „მეცხრე არხმა” საზოგადოებას მიმართა. ადგილობრივების აზრით, იმისთვის რომ ფესტივალმა რეგიონში ადგილი დაიმკვიდროს ყველა თაობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ამისთვის კი ისინი … Continue reading
ახალციხეში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხეში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებლმა სპეციალურმა კომისიამ ზარალის შესწავლაზე მუშაობა დღეს დაიწყო. 11 კაციანი შემადგენლობა 2 ჯგუფად გაიყო. ერთ მათგანს ქალაქ ახალციხეში რუსთაველის … Continue reading
თამარაშვილის ქუჩის ნაწილს სასმელი წყალი ერთი კვირაა არ მიეწოდება
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩის ხუთ და რვა ნომერში, მაცხოვრებლებს, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ მათ აწუხებთ, რადგან მეზობელ კორპუსებში წყალი გრაფიკით მიდის.
სამოქალაქო განათლების გზამკვლევის პრეზენტაცია ახალციხეში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლების გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო კლუბის წევრები დაესწრნენ. მათ წიგნის შინაარსზე ისაუბრეს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს … Continue reading
“მეცხრე არხი” “მესხური ფესტივალისთვის” ემზადება
ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ „მესხური ფესტივალისთვის“ მზადება დაიწყო. ფესტივალის ორგანიზებასა და დაგეგმვაში არხს გაყიდვებისა და სარეკლამო სამსახურის ექსპერტები ეხმარებიან.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო ბიზნეს სექტორის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. ასევე, მოხდა ფესტივალის პროგრამის … Continue reading
კორპუსის გადახდილი სახურავი და შეწყვეტილი საავტომობილო მოძრაობა – სტიქია ახალციხეში
დაახლოებით 16:00 საათზე ახალციხეში რუსთაველის ქუჩის 102 ნომერში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს დაშავებულები არ არიან. დღესვე ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ერთი საათით შეწყდა. უხვი ნალექის გამო სოფელ მინაძესთან … Continue reading
საბავშვო ბაღებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება
საბავშვო ბაღებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა განაცხადა. ნანა გელაშვილის თქმით, ამის მიზეზი ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციაა. მისი განმარტებით ცვლილებების გამო შესყიდვების სააგენტოსთან გარკვეული … Continue reading
ასპინძის ქუჩაზე ხანძარმა შენობის სამი სართული დააზიანა
ხანძარი ახალციხეში . დღეს დაახლოებით 16:00 საათისათვის აპინძის ქუჩის 36–ე ნომერში საცხოვრებელი სახლის სამ სართულს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარმა შენობის გარე ფასადი დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის სამივე ბრიგადა. … Continue reading
სატყეო სამსახურის უფროსად თეიმურაზ გელდიაშვილი დაინიშნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, თეიმურაზ გელდიაშვილი ოფიციალურად 2014 წლის 25 ივნისს დაინიშნა. საკუთარი მოვალეობის შესრულებას სატყეო სამსახურის … Continue reading
46 მილიონიანი პროექტი ახალი საწარმოების შექმნაზეა ორიენტირებული
ახალციხეში სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. იგი შეღავათიან პირობებში ახალი საწარმოების შექმნას გულისხმობს. პროექტის ბიუჯეტი 46 მილიონ ლარს შეადგენს. მის ფარგლებში მეწარმეს საშუალება აქვს პროექტში ჩართული რომელიმე ბანკიდან შეღავათიანი სესხი აიღოს, … Continue reading
ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებლის ნაკლებობას განიცდის
ახალციხის თოჯინების თეატრი მაყურებელს ელის – სახელმწიფო პროფესიული თეატრი, რომელიც რაბათის ისტორიულ კომპლექსშია განთავსებული, მაყურებლის ნაკლებობას განიცდის. თანამშრომლები ამბობენ, რომ იგი ქალაქიდან შორს მდებარეობს და ადგილზე პატარების ტრანსპორტირება პრობლემას წარმოადგენს.



You must be logged in to post a comment.