ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა
ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა. დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ქალაქის თვითმმართველობამ მუშაობა ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო.
ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო, თამარაშვილზე კორპუსის სარდაფები იტბორება
წყალი ძველი სისტემიდან თამარაშვილის ქუჩის მე–4 კორპუსის სარდაფებში წლებია წვეთავს. ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო დატბორილი სარდაფების დანგრევის შიშით, მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.
ახალციხეში სააგიტაციო მასალებს აზიანებენ
ახალციხის მუნიციპალიტის მასშტაბით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკრული პლაკატები ყოველდღიურად ზიანდება. უცნობი პირები, სააგიტაციო მასალას, ძირითადად, ღამის საათებში ხევენ და ნარჩენებით ქუჩებს ანაგვიანებენ.
მთავრობის წინასაარჩევნო რეკლამა თუ ანგარიში ხალხს? – SMS-ები თვითმმართველობებისგან
მთავრობის წინასაარჩევნო რეკლამა თუ ანგარიში საზოგადოებას? – მოსახლეობას თვითმმართველობებისგან, დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები ეგზავნება. ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე, ბექა ზედგინიძე.
ახალციხელ მეწარმეებს ევრო სტანდარტებზე სემინარი ჩაუტარდათ
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ, სემინარი ჩაუტარდათ.
შშმ პირები და საარჩევნო გარემო ახალციხეში
37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ქალაქში არსებული 35 უბნიდან, ეტლით მოსარგებლეებისთვის, ოთხი ადაპტირებული და 13 მარტივად ადაპტირებულია. რაც შეეხება მხედველობა და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკო მათ კენჭისყრის დღეს გამადიდებელ ლინზას და … Continue reading
ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა სამოქალაქო განვითარების საკითხებში – ეს ის თემებია, რომელზეც 21 სექტემბერს ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ … Continue reading
ახალციხელები სახელისუფლებო პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებზე
ახალციხელები სახელისუფლებო პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებს იხსენებენ. გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები დაპირებად დარჩა.
სამცხე–ჯავახეთში მოსავლის აღება დაიწყო
წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის გამო, ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ.
ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.
ახალციხეში ფერმერები ტონობით დაავადებულ კარტოფილს ნიადაგში ტოვებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი ტონობით კარტოფილს მიწაში ტოვებს. მშრალმა და სველმა სიდამპლემ თითოეულ ფერმერს მოსავლის თითქმის 80% გაუნადგურა.
ახალციხეში მინი სტადიონი გაიხსნა
ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



You must be logged in to post a comment.