ახალციხეში ოთხი სოფელი გაზიფიცირდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. შპს. ინტერგაზმა ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი სოფელ ნაოხრებიდან დაიწყო. მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ინტერგაზის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.
აბასთუმნის ობსერვატორიაში თანამედროვე ხელსაწყო დამონტაჟდა
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიას ახალი ხელსაწყო გადაეცა. სრული ცის იმიჯერული სისტემა მეცნიერებს საშუალებას მისცემს ატმოსფეროში დაახლოებით 90 კილომეტრზე მიმდინარე ტალღურ პროცესებს დააკვირდნენ. ხელსაწყოს მეშვეობით, რეგიონის მასშტაბით, კლიმატის გლობალური ფორმირებების გამოკვლევა მოხდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ წინასაარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. 15 ივნისის წინასაარჩევნო კამპანიისას სხვადასხვა შენობებზე, მოსაცდელებსა და ღობეებზე გაკრული პლაკატები დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს და აღნიშული ადგილები დაასუფთავეს. აქციაში ჩართულმა ქალაქის მერმა საკუთარი … Continue reading
დავით ნარმანიამ ბაკურიანში მერიის საზაფხულო ბანაკის დამსვენებლები მოინახულა
დავით ნარმანია მარიამობის დღესასწაულზე ბორჯომის ხეობაში არსებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვია და მოზარდებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. თბილისის მერი საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და დღესასწაულისადმი გამართულ კონცერტს დაესწრო.
უსინათლო ბენეფიციარებმა ზარზმისა და ჭულევის ტაძრები მოილოცეს
ახალციხის გამგეობის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მცოხვრები უსინათლო ბენეფიციარევბისათვის ექსკურსია მოეწყო. მათ ადიგენში ზარზმისა და ჭულევის ტაძრები მოილოცეს და მათ საუკუნოვან ისტორიას გაეცვნენ. უსინათლო ბენეფიციარებს გიდობას გამგეობის კულტურისა და ძეგლთადაცვის სამსახურის სპეციალისტი … Continue reading
ახალციხეში „დახმარების სახლი“ შეიქმნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქის საკრებულოში დღეს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. თავმჯდომარემ დებუტატებთან, ქალაქის მერთან და სამსახურის უფროსებთან ერთად კენჭი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 24 საკითხს უყარა და დადგენილებები მიიღო. საკითხებს შიორის ქალაქ … Continue reading
დაპირისპირება ბორჯომის თოჯინების თეატრში
დაპირისპირება ბორჯომის თოჯინების თეატრში. თანამშრომლები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის თაონაზე არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მინისტრმა შემოქმედებითი კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინა. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დასმა … Continue reading
ნადირობის სეზონი გაიხსნა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, … Continue reading
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ოჯახში ძალადობის თემაზე დისკუსია გამართა. „მესხ ქალთა გაერთიანების“ წარმომადგენელმა აუდიტორიისთვის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ოჯახში ძალადობასა და ბავშვებზე მის ზეგავლენას შეეხო. რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ ეს … Continue reading
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების შეკეთებას 15 000 ლარზე მეტი მოხმარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ერთ–ერთის თანახმად, 15 423 ლარი, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე უკვე გამოიყო, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუსხისა და ღრელის … Continue reading
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა დაიწყო
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს … Continue reading
ირაკლი ალასანია ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ტანკისტის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, სარდალობების ხელმძღვანელები … Continue reading



You must be logged in to post a comment.