”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორს, ყოფილი თანამშრომლები, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ყოფილი თანამშრომელები  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირადი ანგარიშსწორების გამო, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

ახალციხეში მძლეოსნობის ღია ჩემპიონატი ჩატარდა

ახლციხის ღია პირველობა საერთაშორისო შეჯიბრებას, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან და აზერბაიჯანიდან, 250–მდე მძლეოსანმა მოიყარა თავი.

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია ამომრჩეველს – შეხვედრა გოკიოს მოსახლეობასთან

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ამომრჩეველს – ეს საკითხები სოფელ გოკიოს მოსახლეობას, საინფორმაციო შეხვედრაზე განუმარტეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ანგარიში მოისმინეს. დავით ლომიძემ დეპუტატებს 11 თვის განმავლობაში მიღებული დადგენილებებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,,ახალციხის ციხის”ანგარიში საკრებულოს – დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები

ხმაური ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ–ერთმა  დეპუტატმა ციხეზე დადგენილი სამუშაო დრო გააპროტესტა. 

გურკელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელ ცენტრს რუსლან ჩუტკერაშვილი უხელმძღვანელებს

სოფელ გურკელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებრლი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი, რუსლან ჩუტკერაშვილი უხელმძღვანელებს. 

„თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ – უანგარო დონაციის აქცია ახალციხეში

ახალციხის მოსახლეობამ სისხლი უანგაროდ გაიღო. დონაციის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივების გარდა, მერიისა და გამგეობის თაბნამშრომლებმაც მიიღეს. 

ნინო ბურჯანაძე ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

თეა წულუკიანმა ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

26 სექტემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ვალეს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

ვეტერანთა ოჯახები მეშვიდე სკოლის ყოფილ შენობაში შეიჭრნენ

ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა დაიკავეს. ათი ოჯახი პეტრე იბერის 17–ში არსებული სამი შენობიდან, ერთ–ერთში შეიჭრა.

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ვარძიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე