”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძლიერმა ქარმა ბორჯომში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ბორჯომში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. განსაკუთრებით დაზალდა სანატორიუმ „ლიკანი“–ს მე-3 კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა.

08/01/2015

ნინოწმინდიდან მანქანებს ესკორტით აცილებენ

ძლიერი ქარბუქის გამო, სამ დღიანი ლოდინის შემდეგ,  თოვლში ჩარჩენილ მანქანებს,  საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკის  დახმარებით,   სახანძრო–სამაშველო სამსახურები,   და სამართალდამცავები სომხეთის საზღვრამდე  აცილებენ.

08/01/2015

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ჯავახეთში  არსებულ  უამინდობას,  „ენერგო–პრო ჯორჯია“ ეხმაურება. კომპანიის  გენერალური  დირექტორის მოადგილე,  სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს  შეხვდა და ტერიტორიაზე არსებულ აღდგენით სამუშაოებზე  ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ ბოცვაძის განამრტებით, მთელი დღის   განვალობაში ხდებოდა მწყობრიდან … Continue reading

07/01/2015

ზაზა ფანჩულიძე: “ნინოწმინდა–ახალქალაქის გზაზე სიტუაცია სტაბილურია“

„ნინოწმინდა–ახალქალაქის გზაზე სიტუაცია სტაბილურია“–ეს განცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენის თავმჯომარემ გააკეთა.  ვაჟა ფანჩულიძის თქმით, ამ დროისათვის, მოხლოდ 30 ავტმობილია  თოვლში  ჩარჩენილი, რომლებში მგზავრები არ იმყოფებიან. მისივე მტკიცებით, დაახლოებით 60–მდე ადამიანმა თავი … Continue reading

07/01/2015

მამა ნიკოლოზი: „ესაა უდიდესი დღე, რომელიც ყველას გვაბედნიერებს“

მგალობლებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა, უფლის შობის დღეს,  ქალაქი წელსაც მოილოცეს. ალილოს მონაწილეებმა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოიარეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის საშობაო ნობათი შეაგროვეს.

07/01/2015

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა ვერ ხერხდება

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო ტერიტორიაზე  ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.  საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე,  მოქალაქეების გამოსაყვანად მობილიზებულნი არიან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების … Continue reading

06/01/2015

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე  მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და … Continue reading

06/01/2015

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯომარეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ტენდენციურობა, ნეპოტიზმი მუქარა–აღნიშნულ ბრალდებებს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გამგებელსა და საკრებულოს თავმჯომარეს უყენებს.

05/01/2015

გივი სიხარულიძის საახალწლო მილოცვა ახალციხელებს

02/01/2015

როგორი ფასებია წინასაახალწლოდ სამომხმარებლო პროდუქტზე?

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. სახალწლო განწყობა მთელს ქალაქში  იგრძნობა. განსაკუთრებული ციებ–ცხელება კი ახალციხის ბაზარშია. ერთი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცი 13 ლარი, ქათამი 13  ლარიდან  ზევით,  გოჭი ერთი კილოგრამი … Continue reading

30/12/2014

ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებითი საღამო ახალციხეში

ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინეს.  საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. 10–მდე ახალგაზრდამ ლექსები წაიკითხა და ადგილობრივ სახალხო მთქმელს  ვასილ კვინცხაძეს მოუსმინა.

29/12/2014

“აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საზოგადოებრივი განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობა“ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საზოგადოებრივი განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობა“ –  პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში. შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში   ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების … Continue reading

26/12/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე