”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კარტოფილის მაღალი მოსავალი და განახევრებული ფასი – მესხი ფერმერები დახმარებას ითხოვენ

კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე–ჯავახეთში დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მოსავლიანობა მაღალია, თუმცა ფერმერების სატკივარს წელს   სასოფლო–სამეურნეო კულტურის დაბალი ფასი წარმოადგენს.  

ნინოწმინდელი სამხედროს დაკრძალვის ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ დაფარა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ნინოწმინდაში დაკრძალეს. ბოლო გზაზე იგი თანამებრძოლებმა გააცილეს. 

ნინოწმინდელი სამხედროს დაკრძალვას, თავდაცვის მინისტრი ესწრება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო, აკოპ მალხასიანი დღეს, ნინოწმინდაში დაკრძალეს. ჯავახეთში თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ჩავიდა. 

C ჰეპატიტზე მოსახლეობის უფასო გამოკვლევა გრძელდება

C ჰეპატიტის   ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალციხეში აქცია გაიმართა. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ახალციხის მერიის შენობაში უფასო გამოკვლევა ჩაეტარებინათ.

მოსახლეობა საშეშე მერქანს დროულად ვერ იმარაგებს

სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობამ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ზამთრის საშეშე მერქნისთვის მზადება უკვე დაიწყო. თუმცა, ასპინძასა და ახალციხეში ადგილობრივები ჩივიან, რომ არასაკმარისი ტყე–კაფების გამო, სატყეო სააგენტო მათ ბილეთებს ვერ აძლევს. 

სილამაზის სალონების მონიტორინგი იწყება

საქართველოში, ინფექციური დაავადებების გავრცელებამ ბოლო პერიოდში იმატა. დაავადებების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ სალონების მონიტორინგის შესახებ ბრძანება გამოსცა.

ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ქალაქ ახალციხის 6 200 აბონენტს, ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება. კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის თქმით, მიზეზი ავარიული გათიშვაა.

სასჯელი პოლიტიკური სიმპათიების გამო, თუ ტექნიკის გაუმართაობა – რატომ აღარ ემსახურება ყულალისს სკოლის ავტობუსი?

17 ბავშვი სოფელ ყულალისიდან  პამაჯამდე, დაახლოებით, ერთი კვირაა სკოლაში ფეხით დადის. ოფიციალური მიზეზი დანიშნული ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობაა, ადგილობრივები კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

ახალციხეში ვეტერანების დღე აღინიშნა

17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა. ქალაქის  ცენტრალურ პარკში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და  დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრებს პროფესიული დღე მიულოცეს.

დაცული სადავო შენობა

სოფელ მოხის სადავო შენობას ამკრძალავი ლენტი სამართალდამცველებმა მას შემდეგ  შემოავლეს, როცა მუსლიმებმა ლოცვა დაასრულეს. მათი განმარტებით, ლოცვის აღსრულება ამ შენობაში ორი მიზეზის გამო გადაწყვიტეს. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში პირობები არ არის და … Continue reading

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადება მოხის სადავო შენობაზე

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პრესკონფერენციაზე შენობაში მუსლიმი მრევლის თვითნებურად შესვლაზე ისაუბრა და შესაბამის სტრუქტურებს მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დაცვა სთხოვა. 

“ფიცრულში” მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს

სოფელ არალში მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ მას 22 ლარიანი დამხმარება შეუწყდა. 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ფიცრულში ცხოვრობს. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე